WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

ALDE  რუსეთის პროკურატურის მიერ, პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადებას ეხმაურება.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ პარტიას და მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ მათ მიმართ.

ჩვენი ქართული პარტიის წევრი @DroaParty რუსეთმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსვლის, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო. ALDE – მ  და @LYMEC – მა იგივე წოდება გასულ წელსაც მიიღო. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ “დროას“ და ყველას გვერდით, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის!, – წერია განცხადებაში.

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.