4
ქართული ოცნების მხარდამჭერი, ედიშერ გვენეტაძე:
ის თმაგაჯეჯილი, დაუვარცხნელი, დაუბანელი ინგლისის ყოფილი პრემიერი ტომსონია თუ ჯონსონი, რომელსაც მოუღია რაიკომის ჭიშკარივით სალობიე პირი და ბღავის. ლავროვმა მოსკოვში იმდენი “ვოდკა” მასვა უგონოდ დამათრო და სად ვეგდე არც კი ვიცოო
კი მაგრამ შე ქოჩორდაუვარცხნელო მანძუკალავ, ძალით გაგაღებინა პირი სერგიამ და გასხა და გასხა შიგ.
რაც უმთავრესია პატივი სცეს, აჭამეს, ასვეს ამ უმგვანოს და ეს უმადური იგივე რუსივით კიდევ იქით ილანძღება.
წარმოიდგინეთ ასეთი სუბიექტით ჩაშალეს ნაძირალებმა სტამბულის შეთანხმება და მიწასთან გაასწორეს უკრაინა.
პ.ს. რა დღეშია მართლაც უმძიმეს დღეში მყოფი ნისლიანი ამბიონი. რანაირი ბიომასები ჰყავს სათავეში ჩერჩილის სამშობლოს. დიდი უინსტონი ალბათ საფლავში ტრიალებს.
წაიკითხეთ ჩერჩილის მოგონებები და ნახავთ, როგორ პატივისცემით და აღმატებულად მოიხსენიებს გორელი მეჩექმის ბიჭთან გატარებულ თითოეულ პურისჭამას.
ბაბუაჩემი მეტყოდა:
ბაბუა “დეიმახსოვრე” ყველა სუბიექტი, რომელსაც სამწუხაროდ კაცს ეძახიან სუფრასთან არაა დასაჯდომი და ჭიქა ღვინის ან ასი გრამის დალევის, ზედ მჭადის, პრასის და თხილის დაყოლების ღირსიო.
საერთაშიროსო alia.ge