8
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
რატომ უნდა უწევდეთ შვილმოკლულ მშობლებს საჯარო უწყებების წინ ფორთხიალი და მოთქმა-გოდებით სამართლის აღსრულების თხოვნა?!
რატომ უნდა ემართებოდეს ამდენ ახალგაზრდას მძიმე დაავადებები და მერე მკურნალობისთვის ფულის წვალებით და ვედრებით შეგროვება?!
ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და ასეთი აღმშენებლობის პირობებში, რატომ უწევთ საქართველოში ადამიანებს თირკმლის გაყიდვა?!
საზმაუს ბორდი ხელფასებს იზრდის, პრემიებს იღებს და ამავე დროს მათი ყოფილი თანამშრომელი სიცოცხლის გადარჩენისთვის თანხას აგროვებს.
რა არის იმის რეალური მიზეზი, რომ ახალგაზრდობა ნარკო ანდა თამაშ დამოკიდებულია ან ქვეყნიდან გარბის ან სრულ უიმედობაში ცხოვრობს?!
რატომ უნდა იძარცვებოდეს თბილისის მეტრო 41 მილიონით, ბაღის-სკოლის ბავშვები, სოციალურად დაუცველები, ჯარისკაცები და სხვა დანარჩენი?!
რა არის ასე დაუნდობლად და ასე უმოწყალოდ ქართველი ხალხის ამდენჯერ მოტყუება, გაბაიბურება? ჯერ მათი გამოყენება და მერე მიგდება?!
დღითიდღე შეუქცევადად ზიანდება ქვეყნის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებელი; ყველა სფერო და დარგი სულს ღაფავს.
ნებისმიერ ომზე უარესია ნელი სიკვდილი, ღირსებააყრილი ცხოვრება – მუდმივ ძარცვაში, დაცინვაში, შიშში, შეურაცხყოფასა და სიძულვილში.
საქართველო ვერ და არ დარჩება ძაძებში ჩაცმული მშობლებისა და ახალგაზრდობისგან დაცლილ, დაბეჩავებულ, გაძარცვულ ქვეყანად.
რეჟიმი უნდა დასრულდეს!
საერთაშიროსო alia.ge