9
Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $7 მილიარდ 550 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.
გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 390-ე ადგილს იკავებს.
როგორც გამოცემა წერს, ოლიგარქის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია და სავარაუდოდ 27% გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულშია დაბანდებული.
გამოცემა ივანიშვილის ქონების ანალიზს 5-იდან 1 ვარსკვლავით აფასებს, რაც გულისხმობს, რომ მისი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება რთულია.