BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს

9 hours ago 8

BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.

თუმცა ნეტგაზეთს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.

როგორც BMG წერს, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია.

„ენერგეტიკის სექტორში BMG-ს უთხრეს, რომ უკვე გადაწყვეტილია, ვინ შეცვლის ვანო ზარდიაშვილს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის პოსტს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოქმედი დირექტორი დავით ვარდიაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ პოსტზე 2025 წლის შემოდგომაზე დაინიშნა“, – წეს BMG.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.

სრულად წაკითხვა