BN ACADEMY – გზა ახალგაზრდების დამოუკიდებელი, წარმატებული, პროფესიული განვითარებისკენ

2 hours ago 2

OK! ბათუმის სტუმარი ნელი ბარამიძეა, BN Academy-ის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ შესაძლებლობები იქ ჩნდება, სადაც მხარდაჭერა, პროფესიონალიზმი და სწორი გარემო ერთმანეთს ერწყმის. ეს სივრცე ახალგაზრდებს მხოლოდ სწავლას არ სთავაზობს – ისინი აქ საკუთარ მომავალს აშენებენ.

OK! ბათუმის ფურცლებიდან კიდევ უფრო ახლოს გაიცნობთ ძლიერ, წარმატებულ ქალს, რომელიც ყოველდღიურად ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდები უნარებს ავითარებენ და რეალურ მიზნებს აღწევენ.

გაეცანით OK! ბათუმის მკითხველს…

მე, ნელი ბარამიძე ვარ – ქალი, რომელმაც საკუთარი გამოცდილება და ხედვა ერთ დიდ მიზნად აქცია: შეექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები პოულობენ შესაძლებლობებს, განვითარებას და მომავალს. სწორედ ასე გაჩნდა BN Academy, რომელიც  ჩემთვის უბრალოდ აკადემია არ არის, ეს არის პლატფორმა, სადაც ოცნებები რეალურ ცოდნად და პროფესიულ წარმატებად გადაიქცევა.

მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე. რა იყო ის ბიძგი, რომელმაც აღნიშნული გზა დაგაწყებინათ?

პროფესიულ კურსებზე მოთხოვნა. BN Academy დღეს უკვე მტკიცე საყრდენებზე დგას – ჩვენს გვერდით ძლიერი პარტნიორები არიან:  აჭარის დასაქმების სააგენტო – კარიერული განვითარების პროცესში მხარდაჭერა, ბსუ პროფესიული სადიპლომო პროგრამები – მაღალი ხარისხის, პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება, საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი – განვადების ეტაპობრივი გადახდების მხარდაჭერა, რათა სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ პროგრამებს ვთავაზობთ აბიტურიენტებს, მაგისტრანტებს, და რაც ყველაზე სასიამოვნოა – Junior Kids პროგრამით უკვე პატარა ასაკიდან ვზრდით მოტივირებულ, ცნობისმოყვარე, მომავალ პროფესიონალებს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანი მხოლოდ სწავლას არ იწყებს, ის იწყებს საკუთარი ცხოვრების შეცვლას.

რა ხდის თქვენს საქმიანობას განსაკუთრებულს? რა არის თქვენი მოტივაციისა და შთაგონების წყარო?

BN Academy-ში ცოდნა პრაქტიკაზე გადის. სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ, ისინი რეალურ სამუშაო გარემოს ეცნობიან, ვითარდებიან, იძენენ გამოცდილებას და კონკურენტუნარიანები არიან ბაზარზე. ჩემი შთაგონება? ყოველი სტუდენტის წარმატება, ყოველი პროგრესი, ყოველი ისტორია, სადაც ვხედავ, რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები იპოვა. ეს მაძლევს ძალას ყოველდღე ახალი გზები და შესაძლებლობები შევქმნა.

იმისთვის, რომ ნდობა და წარმატება მოიპოვო – საჭიროა?

პროფესიონალიზმი + გულწრფელობა + განვითარება.

ეს სამი ფორმულა ქმნის საკომუნიკაციო სტილს, რომელსაც არასდროს ვუღალატებ. ნდობა იქმნება საქმის ხარისხით, და არა სიტყვებით. წარმატებას კი მოაქვს მუდმივი შრომა და პასუხისმგებლობა.

გზავნილი ქალბატონებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ გზას…

ნუ დაელოდებით „სწორ დროს“ – დაიწყეთ ახლა. ნუ შეუშინდებით შეცდომებს – ისინი თქვენი გამოცდილებაა. გჯეროდეთ თქვენი ძალის! ქალებს შეუძლიათ ბევრად მეტი, ვიდრე ზოგჯერ ჰგონიათ. გქონდეთ ამბიცია, იმოძრავეთ წინ და დარწმუნებული იყავით – თუ ნაბიჯს გადადგამთ, გზა აუცილებლად გამოჩნდება.

რა არის თქვენი სამომავლო მიზანი? როგორ ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წელიწადში?

BN Academy-ს კიდევ უფრო ფართო მასშტაბით – ახალი პროგრამებით, საერთაშორისო გამოცდილებითა და კიდევ უფრო დიდი გავლენით. რამდენიმე წელიწადში საკუთარ თავს ვხედავ როგორც ლიდერს, რომელიც ქმნის ეკოსისტემას, სადაც ცოდნა, კარიერა და განვითარება ერთმანეთს ერწყმის.

მინდა ჩემს სტუდენტებს ჰქონდეთ სტარტი, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის – ეს არის ჩემი მთავარი მიზანიც და მოტივაციაც.

სრულად წაკითხვა