Facebook-სა და Instagram-ის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვეღარ შედიან. Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 22:07 საათზე, გლობალურად გაითიშა.
გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პლატფორმების სტატუსის შემოწმება მომხმარებლებს Metastatus-სა და Downdetector-ზე შეუძლიათ. Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის 107 ათასზე მეტი რეპორტი შევიდა Meta-ს მომხმარებლებისგან.