HBO-მ თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

12 hours ago 7

ამერიკული სატელევიზიო არხების ქსელმა HBO-მ ქართველ ჟურნალისტზე თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც ნამდვილ ისტორიებს ეფუძნება.

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და ვარცხნილობა კარე გამოსახულება

დოკუმენტური ფილმი თამუნა მუსერიძის საგამოძიებო საქმიანობისა და დაბადებისას დაშორებული ტყუპი დების შესახებ გვიამბობს, რომლებიც 19 წლის შემდეგ სოციალური მედიის წყალობით შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი მარტინა ვოიცეხოვსკა და იოვიტა ბარანიეცკა არიან.

“მარტინა ვოიცეხოვსკაიასა და იოვიტა ბარანიეცკას დოკუმენტური ფილმი, “მოპარული ბავშვები”, რომელმაც მთელი ევროპა შეაძრწუნა, HBO Max-ზე 12 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი” – წერს HBO სოციალურ ქსელში.

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, კოსტუმი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „SKRADZIONE OZJECI HBO max HBO max SKRADZIONE DZIECI SKRADZIONE HBO SKR 3O X HBO max BO OX SMRADZIOME DZIECI“ გამოსახულება

ფილმის წინასაპრემიერო ჩვენება 5 დეკემბერს, ვარშავაში გაიმართა, ხოლო საჯარო პრემიერა HBO Max-ზე 12 დეკემბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა, რომელთა საქმიანობა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გასცდა.  ეს BBC-ის სიაში ქართველი ქალის მოხვედრის პირველი შემთხვევაა, რაც ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ მაღალ საერთაშორისო ინტერესზე მეტყველებს.

ჟურნალისტი თამარ მუსერიძე საქართველოს ტელესივრცეში 18 წლის ასაკიდან მუშაობს. 31 წლის ასაკში, ჟურნალისტმა გაიგო, რომ ნაშვილებია და ამის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში მუსერიძემ შვილად აყვანის შავი ბაზარი აღმოაჩინა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობდა და უამრავი ოჯახი დააზარალა. ჟურნალისტმა არასამთავრობო ორგანიზაცია და ფეისბუქ-ჯგუფი „ვეძებ“ შექმნა, რომელიც ადამიანებს ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

“მუსერიძს ორგანიზაცია ასობით ოჯახს დაეხმარა გაერთიანებაში, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს” – წერდა BBC ქართველ ჟურნალისტზე.

თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა - YouTube

2024 წელს თამუნა მუსერიძისა და საქართველოში უკანონოდ გაშვილებული ჩვილების შესახებ BBC -ის დოკუმენტური ფილმი „ღალატი დაბადებისთანავე: საქართველოს მოპარული ბავშვები“ გამოვიდა, რაც მეტყველებს, რომ თემის მიმართ ინტერესი მაღალია და ის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხად რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! „დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, მამამ კი არათუ ჩემი არსებობა, არამედ ორსულობაც კი არ იცოდა…“

სრულად წაკითხვა