ISW: პუტინი კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს აშშ-სა და ევროპას შორის

1 week ago 7

კრემლი შეეცდება ალასკაში დანიშნული აშშ-რუსეთის სამიტი გამოიყენოს კონფლიქტისთვის აშშ-სა და ევროპას შორის, და არა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რაიმე მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის - ნათქვამია ამერიკული ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებების ანალიზის შედეგად მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთი თავის მთავარ მიზნებთან მიმართებით კვლავაც არ არის მზად კომპრომისისთვის - ეს მიზნებია უკრაინის ნატოში გაწევრიანების არდაშვება, უკრაინაში ხელისუფლების რუსეთისთვის სახარბიელო ძალებით შეცვლა და უკრაინის დემილიტარიზაცია - რაც მისი სრული კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა.

ISW-ის ექსპერტთა აზრით, რუსეთი, დიდი ალბათობით, დაარღვევს ყველა სამომავლო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ამგვარ დარღვევებში დაადანაშაულებს უკრაინას - როგორც ეს მოსკოვმა არაერთხელ გააკეთა 2025 წლის გაზაფხულზე.

ISW ყურადღებას მიმართავს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სიტყვებზე - მან ევროპა დაადანაშაულა მცდელობაში, აშშ-სთვის "ხელი შეეშალა უკრაინის ომის დასრულებაში".

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები "ახორციელებენ ანტირუსულ პოლიტიკას და ცდილობენ აღკვეთონ უკრაინაში სწრაფი, მშვიდობიანი გადაწყვეტა". ამასთან, რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა 10 აგვისტოს გამოცემა The Washington Post-ს ინტერვიუში უთხრა, რომ ალასკის სამიტზე პუტინის მთავარი ამოცანა იქნება უკრაინის და ევროპის, და არა რუსეთის, დასახელება წინაღობად უკრაინაში მშვიდობისთვის. პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დათმობაზე არ წავა - ერთადერთი რამ, რასაც რუსეთი განიხილავს, არის უკრაინის ოდესისა და ხარკოვის რეგიონების, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ხელში ჩასაგდებად საბრძოლო ძალისხმევის შეჩერება. მარკოვის იმედით, აშშ-ის პრეზიდენტი გაიაზრებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მთავარი მიზეზი არის ზელენსკი, ხოლო ევროპის ლიდერები ამის მეორე მიზეზად წარმოადგენენ.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლი უკვე დიდი ხანია ცდილობს დაასუსტოს აშშ-ის, ევროპის და უკრაინის ერთიანობა, უფრო ფართო კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმართულია დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინის სამომავლო მხარდაჭერის შეკავებასა და ყურადღების გადატანაზე იმ გარემოებიდან, რომ რუსეთს არ სურს დათმობაზე წასვლა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაშია დანიშნული.

სრულად წაკითხვა