WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ უშგულში, IX-X საუკუნეში აშენებულ ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია. უწყების ცნობით, „მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერებულია“.

„აღსანიშნავია, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა“, - აცხადებს სააგენტო, თუმცა არ აღნიშნავს, ვინ აწარმოებდა სამშენებლო პროცესს ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, 8 ივლისს „ჩაიხანამ“ გამოაქვეყნა მასალა, რომლითაც ირკვეოდა, რომ უშგულში, სოფელ ჟიბიანის ზემოთ მდებარე IX-X საუკუნის ლამარის მონასტრის ტერიტორიაზე უნევართვოდ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. სააგენტომ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო.