Merriam-Webster-მა წლის სიტყვად „პოლარიზება“დაასახელა

1 month ago 12

ლექსიკონების და ცნობარების ამერიკულმა გამოცემამ Merriam-Webster-მა წლის სიტყვად აირჩია „პოლარიზება“ (polarization).

კომპანიის საიტზე წაიკითხავთ, რომ ეს არის „ერთ-ერთი იდეა, რომელსაც დაეთანხმა პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარე“. Merriam-Webster-ის განსაზღვრით, „პოლარიზება“ ნიშნავს „ორ მკვეთრად გამოხატულ წინააღმდეგობრიობად გაყოფას“. „ ეს არის გაყოფა, მაგრამ გაყოფის ძალიან სპეციფიკური ფორმა.

პოლარიზება ნიშნავს, რომ ჩვენ ვისწრაფვით უკიდურესობებისკენ და არა ცენტრისკენ“- დასძენს Merriam-Webster-ის მთავარი რედაქტორი, პიტერ სოკოლოვსკი. 2024 წელს „პოლარიზება“ ფართოდ გამოიყენებოდა ინგლისურენოვან მედიაში, განსაკუთრებით აშშ-ის არჩევნების კონტექსტში. პოლიტიკური კონტექსტის გარდა ამ სიტყვას იყენებენ პოპ-კულტურაში, ტექნოლოგიებში, ასევე სპორტსა და სხვა სფეროებში განხეთქილების გამოსახატად. „პოლარიზება“ ბოლოა წლის სიტყვების რიგში, რომლებიც უმთავრესმა ლექსიკონებმა დაასახელეს. Oxford-ის ლექსიკონმა წლის სიტყვად მიიჩნია brainrot, რაც პირდაპირ თარგმანში „ტვინის ლპობას“ ნიშნავს. Collins-მა სიტყვა brat აირჩია წლის სიტყვად, კემბრიჯის ლექსიკონმა ზმნა „მანიფესტირება,“ ონლაინ-ლექსიკონმა Dictionary-მ - „თავშეკავებული“ (demure), ხოლო ავსტრალიის Macquarie Dictionary-ი თვლის, რომ წლის სიტყვაა არსებითი სახელი enshittification, რომელიც გამომცემლების თანახმად, ზედმიწევნით ახასიათებს, ბევრი ჩვენგანის აზრით იმას, რაც დღევანდელ სამყაროში ხდება და დღევანდელ დღეს ჩვენი ცხოვრების ბევრს ასპექტს".

სრულად წაკითხვა