12-13 ნოემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხდა კორპორაცია Microsoft-ის სერვისების, Outlook-ის, Teams-ის და Copilot-ის მუშაობა.
Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის და ონლაინ-კონფერენციების სერვისებს ასეულობით მილიონი ადამიანი იყენებს. ამ სერვისების აქტიური მომხმარებლები არიან სამთავრობო, საფინანსო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებები.
კორპორაციის განმარტებით, გლობალური მასშტაბის ტექნიკური შეფერხება გამოიწვია იმან, რომ გადაიტვირთა უსაფრთხო კავშირების დამყარების სისტემა. Microsoft-მა სისტემის განახლება დაიწყო, რასაც მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა.
პრობლემა შეეხო მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას.
radiotavisupleba ახალი ამბები