WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისს, NATO-ს სამეკავშირეო ოფისი უერთდება ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში და ზეიმობს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მედეგობას და ურყევ სულისკვეთებას.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” – ნათქვამია განცხადებაში.