11
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში თქვა:
„მოკლედ, მე ნომერ პირველი ვარ… ისრაელში ჩემი მხარდაჭერის მაჩვენებელი 99% იყო; წარმოგიდგენიათ? სინამდვილეში, თუ აშშ-ში ხალხს ოდესმე მოვბეზრდები, ისრაელში გადავალ და პრემიერმინისტრი გავხდები“.
ამავე ინტერვიუში ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ 2026 წლის ბოლოს ისრაელისთვის ყოველწლიური 4 მილიარდ დოლარიანი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეწყვეტს, რადგან მათ „ეს აღარ სჭირდებათ“ და დახმარება ჩვეულებრივი იარაღის ყიდვა-გაყიდვით ჩანაცვლდება. ტრამპმა მიანიშნა, რომ დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეს საკითხი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კრიტიკის საგნად იქცა
„ჩვენ მათ 4 მილიარდ დოლარს ვაძლევდით თუმცა, წლის ბოლოს ეს დახმარება შეწყდება. მათ ეს არ სჭირდებათ. ბიბი ნეთანიაჰუ თავად დამიკავშირდა; ამ საკითხზე უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რადგან საუბარია ძალიან დიდ თანხაზე“ – აღნიშნა ტრამპმა(მთავარი)
საერთაშიროსო alia.ge