WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10

,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,მერამდენედ!

მერამდენედ უნდა გასცდეს მორალის, ეთიკის, ღირსების ყველა ზღვარს კახა კალაძე?

მერამდენედ უნდა იმოქმედოს და ილაპარაკოს დეკლასირებული, დემორალიზებული, ფსკერზე დალექილი ბანდის წევრივით?

მერამდენედ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა თანამოქალაქეებს, საკუთარ თავს და იმ ქალაქს, რომლის მართვაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება?

რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მისი ლექსიკონი ოდნავ მაინც გამდიდრდეს? რამდენი წელია საჭირო იმისთვის, რომ წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება, მდაბიო გამონათქვამები ამოშანთოს თავისი საჯარო გამოსვლებიდან? როდის უნდა დაწყნარდეს და როდის უნდა დაასვენოს უადგილო, ამაზრზენი აფეთქებებისგან საკუთარი თავიც და მთელი ქვეყანაც?

დღეს, ბ-ნმა კალაძემ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე არანორმალურებად გამოაცხადა და თქვა, რომ ისინი მოსაკლავები არიან. არც მეტი და არც ნაკლები! რაც არ უნდა ისაუბრონ “გადატანითი მნიშვნელობით” ნათქვამზე, კალაძის მაქსიმებისა და რეფლექსების როგორი სოციოლინგვისტური ანალიზიც არ უნდა შემოგვთავაზონ, ფაქტი ფაქტად რჩება.

ამ ქალაქშია ასეთი წესი იყო, რომ ღირსეული ადამიანები სამარცხვინო გამონათქვამებზე ბოდიშსაც იხდიდნენ და პასუხსაც აგებდნენ. იმედია, ამ თამასით ვიხელმძღვანელებთ ადრე თუ გვიან!

თან რამ გაამწარა ქართული ვულგარული ჰედონიზმის ცენტრალური ფიგურა?

სამართლიანმა პროტესტმა! ვიღაცები უკანონოდ და სასტიკად ხოცავენ ცხოველებს, ყველა წესის და კანონის დარღვევით თხრიან ორმოებს და ნაწამებ სულიერ არსებებს ყრიან ამ ნახევარსამარხებში… და თურმე ამის გამო აღშფოთების, ტირილისა და ყვირილის უფლება არ აქვთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს იკლებენ სხვა ცოცხალი არსებების გადასარჩენად!

თურმე, ადამიანებს არ აქვთ უფლება ხმამაღლა გააპროტესტონ პოლიტიკა, რომელსაც მერია ცხოველთა მონიტორინგის მიმართულებით ახორციელებს! მერიის შესაბამის სამსახურებში ნამდვილი პროფესიონალები, ცხოველთა სიყვარულით დაჯილდოვებული ადამიანები რომ მუშაობდნენ და საქმისთვის გამოყოფილ თანხებს გონივრულად, ეფექტიანად რომ ხარჯავდნენ, რამდენიმე წელიწადში ქალაქში არცერთი მიუსაფარი ცხოველი არ იქნებოდა.

ეს კიდევ მეცხრე წელია ქალაქის თავია და ვერაფერი მოახერხა! ორმოები, მაშები, ნაწამები ცხოველები … და შეკითხვა თუ დასვეს ადამიანებმა, დაჰაუსა და ბუხენვალდის ასოციაციები უჩნდება.

ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც ყველა ცოცხალ არსებაზე იზრუნებენ…“