WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ირაკლი კობახიძის ,,ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება:

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამჯერად უცხოელ ჟურნალისტს ჩაუტარა მასტერკლასი: სიმშვიდეში, არგუმენტირებულ მსჯელობასა და საკუთარი პოზიციის თანმიმდევრულად დაცვაში.

მარია ტადეოს კითხვებში კრიტიკულობას ხშირად წინასწარ ჩამოყალიბებული განაჩენი ცვლიდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მისთვის მთავარი პასუხის მოსმენა კი არა, რესპონდენტის სასურველ ჩარჩოში მოქცევა იყო. როდესაც კითხვაშივე დებ ბრალდებას და შემდეგ მოსაუბრისგან მხოლოდ მის აღიარებას ელოდები, აუდიტორიას საკითხის გააზრებაში ნაკლებად ეხმარები.

საუბარში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო განსხვავება კითხვების დაჟინებულ ტონსა და ირაკლი კობახიძის პასუხების სიმშვიდეს შორის. პრემიერ-მინისტრი არ აჰყვა დაძაბულობას, არ დაკარგა მსჯელობის ხაზი და საკუთარი პოზიციის ახსნას თანმიმდევრულად აგრძელებდა. სწორედ ამან დაუკარგა ეფექტი მცდელობას, საუბარი სკანდალური დაპირისპირებისკენ წასულიყო.

უცხოელი ჟურნალისტის სტატუსი თავისთავად ობიექტურობის გარანტია ვერ იქნება. პროფესიულ ხარისხს განსაზღვრავს მომზადება, ფაქტების სიზუსტე და მზაობა, პასუხი მაშინაც მოისმინო, როდესაც ის შენს წარმოდგენებს არ ემთხვევა.

ირაკლი კობახიძემ ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რთულ და მიკერძოებულად აღქმულ კითხვებსაც შეიძლება უპასუხო თავშეკავებით, ღირსებითა და მკაფიო არგუმენტებით. ჩემთვის ამ საუბრის შედეგი ნათელია: პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიცია დამაჯერებლად დაიცვა, ჟურნალისტის დაჟინებულობამ კი მის არგუმენტებში სასურველი ბზარი ვერ გააჩინა.