პროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებული, 24 წლის ქართველი მომღერალი ბარბარა სამხარაძე თავის ახალ საავტორო სიმღერას აქვეყნებს, რომელსაც Without Feelings ჰქვია.
„აი ისიც!
სიმღერა, რომელსაც სექტემბრიდან გპირდებოდით, ჩემი „შვილობილი“.
Without Feelings
მოუსმინეთ და აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. თუ მოგეწონებათ, გააზიარეთ, რადგან თქვენი ჩართულობა ყვეელაზე მთავარიაააა!“ – დაწერა ბარბარამ გუშინ, 00:01 სთ-ზე თავის ფეისბუქგვერდზე.
„ერთ დღეში 28 ათასი ნახვაააააა! Ocean Side-ის რეკორდი მოიხსნაააა ერთი დღის ფონზე“, – წერს მომღერალმა დღეს, დაახლოებით შუადღის 12 საათისთვის.
თქვენც დატკბით უნიჭიერესი ბარბარას შეუდარებელი ხმით, შეაფასეთ ახალი სიმღერა და გააზიარეთ.