25 სექტემბერს, მილანის მოდის კვირეულზე სამი ქართველი დიზაინერის კოლექციებს ვიხილავთ.
იტალიის მოდის ეროვნული პალატის (Camera Nazionale della Moda Italiana) მიერ გამოქვეყნებული 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის პირველი ოფიციალური კალენდრის თანახმად, ამ დღეს გაიმართება გალიბ გასანოვის Institution-ის, დავით კომახიძის Blumarine-ისა და დემნას Gucci-ს ჩვენებები.
განრიგი ასეთია:
10:30 – გალიბ გასანოვი (Institution)
12:30 – დავით კომახიძე (Blumarine)
14:00 – დემნა (Gucci)
მილანის მოდის კვირეული 22 სექტემბერს Prada-ს ჩვენებით გაიხსნება და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ გალიბ გასანოვის ბრენდი მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში უკვე მეორედაა წარმოდგენილი. ბოლო წლებში Institution-მა საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი წარმატებით დაიმკვიდრა და კრიტიკოსების ყურადღებაც არაერთხელ მიიპყრო.
ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე, რომელიც საერთაშორისო მოდის სამყაროში David Koma-ს სახელით არის ცნობილი, 2025 წლიდან იტალიური მოდის სახლის Blumarine-ის კრეატიული დირექტორია. მისი სამოსი არაერთ ცნობილ ვარსკვლავს, მათ შორის ბიონსეს, დუა ლიპასა და ჯენიფერ ლოპესს მოურგია.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება Gucci-ის ჩვენებაც. დემნა გვასალია ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი 2025 წელს გახდა.
25 სექტემბერს იგი იტალიური მოდის სახლისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ready-to-wear კოლექციას წარადგენს, რის გამოც Gucci-ის შოუ სეზონის ყველაზე საინტერესო ჩვენებებს შორის სახელდება.
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის მილანის მოდის კვირეულის კალენდარში მსოფლიოს არაერთი წამყვანი მოდის სახლია წარმოდგენილი, მათ შორის Prada, Max Mara, Fendi, Ferragamo, Dolce & Gabbana, Giorgio Armani, Emporio Armani, Moschino და Bottega Veneta.

22 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·