#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს

16 hours ago 7

კომპანია Sony-მ ცოტა ხნის წინ ლაბუბუს შესახებ ფილმის შექმნის უფლება მოიპოვა. პროექტი ამჟამად განვითარების საწყის ეტაპზეა. The Hollywood Reporter-ის ცნობით, სტუდია ჯერჯერობით არ ამხელს, ეს მულტფილმი, თამაში თუ ორივეს კომბინაცია იქნება. ასევე უცნობია, ვინ იქნება ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი, როდის დაიწყება გადაღებები და შედგება ფილმის პრემიერა.

შეგახსენებთ, რომ ფუმფულა მონსტრი ელფები ჰონგ-კონგელმა მხატვარმა და ილუსტრატორმა კასინგ ლუნგმა შექმნა. ის ცნობილია თავისი ფენტეზი სტილით, სადაც ბავშვური სისადავე  ღრმა ემოციებს და ზღაპრულ სამყაროს ერწყმის. მხატვარი სკანდინავიურმა მითოლოგიამ შთააგონა, რაც ელფების ხალისიან, მაგრამ ოდნავ ბოროტ გამოსახულებაში აისახა. სათამაშოს პოპულარობა 2024 წლის ბოლოს, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილმა ადამიანებმა ლაბუბუს ჩვენება სოციალურ მედიაში დაიწყეს.

Кто из звезд носит игрушку Labubu

სათამაშოს მზარდმა პოპულარობამ სათამაშოების მწარმოებელ Pop Mart-ს საშუალება მისცა 2025 წლის პირველ ნახევარში თითქმის ხუთჯერ გაეზარდა მოგება. კომპანიის დამფუძნებელი, ვანგ ნინგი, Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში 100 უმდიდრეს ადამიანს შორისაა.

 как создатель Pop Mart стал самым молодым миллиардером  Китая | Forbes.ru

Pop Mart-მა ლაბუბუზე ლიცენზია 2019 წელს აიღო. კომპანიის ისტორია 2010 წელს, პეკინში დაიწყო. თავდაპირველად მაღაზიაში სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდებოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ საკუთარი სათამაშოების შექმნა და „ბრმა ყუთის“ ფორმატით გაყიდვა გადაწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ მყიდველმა წინასწარ არ იცის, რომელი სათამაშო შეხვდება, ამიტომ სასურველის მისაღებად რამდენიმე ყუთს ყიდულობს.

56

რაც შეეხება ფილმს, კომპანია Sony არა მხოლოდ ერთი ფილმის, არამედ სრულფასოვანი კინოფრენჩაიზის შემუშავებას გეგმავს. სავარაუდოდ, მომავალი ფილმი ფენტეზის, სათავგადასავლო და შესაძლოა ინოვაციური ანიმაციის ელემენტებს გააერთიანებს. ძნელი სათქმელია როდის გამოვა პირველი ფილმი, მაგრამ ლაბუბუს პოპულარობა და კოლექციურ სათამაშოებზე დაფუძნებული ფრენჩაიზების შემუშავების ტენდენცია წარმატებულ დასაწყისს გვპირდება. მომავალში, რიგი ექსპერტები ასევე პროგნოზირებენ ლაბუბუს სამყაროს გაფართოებას სერიალებისა და მასთან დაკავშირებული პროექტების მეშვეობით, რაც ბრენდს გლობალურ კულტურაში დამკვიდრებაში და კიდევ უფრო მეტი გულშემატკივრის მოზიდვაში დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

სრულად წაკითხვა