#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

14 hours ago 7

ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნახატი „ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი“  ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

როგორც აუქციონზე განაცხადეს, დღეისთვის, „ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი“  თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირფასი ნამუშევარია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა“. ნახატი Estée Lauder-ის მემკვიდრის, ლეონარდ ლაუდერის კერძო კოლექციის ნაწილი იყო, რომელიც ივნისში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„გუსტავ კლიმტის „ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი“, ახლახან გაიყიდა გასაოცარ 236,4 მილიონ დოლარად“, – წერს აუქციონის პრესსამსახური X-ზე.

ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად, რომელიც აუქციონებზე ოდესმე გაყიდულა, ლეონარდო და ვინჩის „მსოფლიოს მხსნელი“ რჩება. ის 2017 წელს, კრისტის აუქციონზე ანონიმურმა მყიდველმა 450.3 მილიონ დოლარად შეიძინა.

Картина Леонардо да Винчи "Спаситель мира" продана с аукциона за $400 млн

„ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ აუქციონის დაწყებამდე 150 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. 20-წუთიანი ვაჭრობის დროს ფასმა, საკომისიოების ჩათვლით, 236,4 მილიონ დოლარს მიაღწია.

ნახატისთვის ექვსი მყიდველი იბრძოდა, თუმცა აუქციონმა გამარჯვებულის დასახელებაზე უარი თქვა.

Картина Климта ушла с молотка и побила рекорд Sotheby's — РБК

„ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტმა“ კლიმტის ნახატის აუქციონის წინა რეკორდს გადააჭარბა – 2023 წელს ლონდონის აუქციონზე „ქალი მარაოთი“ 108,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Самой дорогой проданной в Европе картиной стала «Дама с веером» Климта - Новости Беларуси - Хартия'97

„ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ კლიმტის მფარველის, ავგუსტ ლედერერის და მისი მეუღლის, სერენას შეკვეთით შეიქმნა. ვენაში მცხოვრები ებრაელის ოჯახი კლიმტთან მეგობრობდა და მას მფარველობდა. ელიზაბეტი ავგუსტ ლედერერის 20 წლის ქალიშვილი იყო, რომელმაც პორტრეტისთვის პოზირება 1914 წელს დაიწყო. კლიმტსა და მის ახალგაზრდა მოდელს შორის ახლო ურთიერთობამ გოგონას სიცოცხლე იხსნა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტებისგან თავი რომ გადაერჩინა, ელიზაბეტი თავს ავსტრიელი კლიმტის უკანონო ქალიშვილად აცხადებდა.

 художник, которым мы вдохновились

Bloomberg -ის ინფორმაციით, ნაცისტებმა ლედერერების ოჯახიდან კლიმტის ბევრი ნახატი მოიპარეს. ნახატების ნაწილი ხანძრის დროს დაიწვა, თუმცა ელიზაბეტის პორტრეტი, რომელიც სხვა ადგილზე  ინახებოდა, 1948 წელს ელიზაბეტის ძმას, ერიხს დაუბრუნდა. 1983 წელს მან ის ხელოვნების დილერს, სერჟ საბარსკის მიჰყიდა, რომელმაც ორი წლის შემდეგ მილიარდერ ლაუდერს მიჰყიდა.

Портрет Элизабет Ледерер» Климта продали за рекордную сумму

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! მაიკლ ჯექსონის წინდები აუქციონზე 6,2 ათას ევროდ გაიყიდა

სრულად წაკითხვა