ჩოგბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი უიმბლდონი, ფინალურ ფაზაში შევიდა. კვირას, 14 ივლისს, ლონდონის გარეუბანში, All England Lawn Tennis & Croquet Club-ში ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ნომერი იანიკ სინერი და ორგზის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარაზი დაუპირისპირდებიან. იანიკ სინერმა ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.
უიმბლდონის ტურნირი უძველესი საჩოგბურთო შეჯიბრია, რომელიც ინგლისის ქალაქ უიმბლდონში ყოველწლიურად ტარდება და მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად ითვლება. 145 წლის მანძილზე ტურნირის მიმდინარეობას უმრავი ტრადიცია თუ საიდუმლო ახლდა, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის:
ფაქტი 1
ფინალის ყურება VIP ლოჟიდან 240,000 ფუნტი სტერლინგი ღირს! ტურნირზე ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 27 ფუნტი სტერლინგია. All England Lawn Tennis Club-ში გაწევრიანებისთვის 42 წელი რიგში უნდა იდგეთ! ხალხი რიგში თავის ადგილს შვილებს ანდერძით გადასცემს.
ფაქტი 2
ტურნირზე ჩოგბურთელებს 90%-ით თეთრი ტანსაცმელი უნდა ეცვათ. სპორტული ფეხსაცმლის ძირებიც კი თეთრი უნდა იყოს. წესების დარღვევა 10,000 დოლარამდე ჯარიმით ისჯება!
ფაქტი 3
ორიგინალი თასები ბანკის სეიფში ინახება და დაზღვეულია 2,000,000 ფუნტ სტერლინგად, გამარჯვებულები ასლს იღებენ.
ფაქტი 4
მსაჯებმა თვალის ტესტი უნდა გაიარონ, მათ უნდა დაინახონ ბურთი, რომელიც 150-240 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
ფაქტი 5
კორტებზე ბალახი 8 მმ სიმაღლეზე იჭრება და ზუსტად 20 წუთის განმავლობაში ირწყვება. ეს განსაკუთრებული ბალახი (რაიგრასი) იორკშირის მხოლოდ ერთ სანერგეში იზრდება.
ფაქტი 6
რუფუსი უიმბლდონის ოფიციალური შევარდენია! მისი საქმე კორტებიდან მტრედების გადევნაა. მას აქვს საკუთარი Twitter-ის ანგარიში 50,000 გამომწერით!
ფაქტი 7
სამეფო ოჯახს ცენტრალურ კორტზე საკუთარი ლიფტი აქვს! 70 წლიანი მეფობის განმავლობაში ელისაბედ II ტურნირს მხოლოდ 4-ჯერ დაესწრო.
ფაქტი 8
ტურნირზე მარწყვისა და ნაღების 140,000 ულუფას მიირთმევენ! ეს ორ კვირაში 28 ტონა მარწყვს ნიშნავს!
შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერმა ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში მას კარლოს ალკარასი ელოდება. ქალთა ფინალში ამანდა ანისიმოვა იგა სვიატეკს შეხვდება.