#OK! Yolo – უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, საჩუქარი… აჩუქე დაუვიწყარი ემოციები…

1 week ago 6

თანამედროვე სამყაროში, როდესაც ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება, ხშირად გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ ბედნიერების შეგრძნება ახლა, აქ, ამ მომენტშია. მნიშვნელოვანია, ჩვენი დრო მაქსიმალურად ხარისხიანად გამოვიყენოთ და ერთმანეთს სასიამოვნო გამოცდილებები ვაჩუქოთ. საინტერესო და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები ჩვენს დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად დასამახსოვრებელს და საინტერესოს გახდის. დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი საჩუქარი უფრო ღირებულია, ვიდრე მატერიალური, რადგან მას შეუძლია ჩვენი გაბედნიერება, იმ ემოციების ჩუქება, რომელიც უფრო ხანგრძლივ კვალს დატოვებს ჩვენში და საბოლოოდ დაუვიწყარ მოგონებად დაგვრჩება. სწორედ ამ იდეით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე პლატფორმა Yolo, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს საუკეთესო ემოციებს, რომლის ჩუქებაც შეგიძლიათ როგორც სხვა ადამიანისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის. Yolo სხვადასხვა გემოვნების ადამიანს სთავაზობს შთაბეჭდილებების საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს, როგორიცაა: პარაშუტით ფრენა, კულინარიის გაკვეთილები, თავის მოვლის პროცედურა, მასაჟის სესია ან ვახშამი ორი ადამიანისთვის და მრავალი სხვა. ბრენდის ღირებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა მიიღოს განსაკუთრებული ემოციები, რომლებსაც თქვენი ახლობელი ადამიანებისა და თქვენი გაბედნიერება შეუძლია. შეიქმენით დაუვიწყარი თავგადასავალი დღეს და ახლა, და დატკბით თითოეული წამით.

რას სთავაზობს Yolo საზოგადოებას?

თამარ ხუტუაშვილი, Yolo-ს აღმასრულებელი დირექტორი: Yolo-ს, – სასაჩუქრე გამოცდილებების ციფრული პლატფორმის შექმნა დავიწყეთ 2021 წელს. ეს არის ქართულ-უკრაინული სტარტაპი, რომლის მიზანი საქართველოში „გამოცდილება როგორც საჩუქარი“ – იდეის დანერგვა იყო. გვინდოდა ქართულ ბაზარზეც შესაძლებელი ყოფილიყო გამორჩეული სერვისების შეძენა და ჩუქება, ამით მომხმარებელს მივცემდით დაუვიწყარი მოგონებების შექმნის და გაზიარების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ჩვენი დიდი სურვილი იყო, მცირე და საშუალო ბიზნესს დავხმარებოდით საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და ახალი გამორჩეული სერვისის შექმნაში.

დღეს ადამიანები განსაკუთრებით ეძებენ ავთენტურობას და გამორჩეულ გამოცდილებას. YOLO გთავაზობთ ისეთ სერვისებსა და მოვლენებს, რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ და დაგეხმარებათ სიყვარულის გამოვლენაში, როგორც საყვარელი ადამიანების მიმართ (ხარისხიანად გატარებული დრო), ასვე საკუთარი თავის მიმართ (თვითშემეცნების გზით). გარდა პერსონალიზებული გამოცდილებისა, მომხმარებელი ჩვენს პლატფორმაზე ასევე თბილისის მოვლენების ყველაზე სრულ და მრავალფეროვან აფიშას აღმოაჩენს, რათა თავისი თავისუფალი დრო საუკეთესოდ დაგეგმოს.

ყველაზე ღირებული რესურსი დღეს არის ხარისხიანი დრო! მარტო გაატარებთ თუ გაუზიარებთ მას თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, სწორედ სასაჩუქრე სერტიფიკატი, დადებითი მოგონებები და გულწრფელი სიხარულის მიზეზი გახდება.

რატომ არის YOLO-ს სასაჩუქრე სერტიფიკატი საუკეთესო და ორიგინალური საჩუქარი?

მორგებულია ნებისმიერ ინტერესსა და კატეგორიაზე (მაგალითად, ექსტრემალური გამოცდილება (პარაშუტით ფრენა, ჯომარდობა), რომანტიკული საჩუქრები (პაემანი საჰაერო ბუშტზე, კრივი წყვილისთვის, ექსკურსია ვერტმფრენით, რომანტიკული ვახშამი), უნივერსალური გამოცდილება (ჩაის ცერემონია აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით, SPA პროცედურა, ვერცხლის სამკაულების შექმნა), საოჯახო (ბავშვთა სპორტულ ცენტრში ვიზიტი, ცხენებით გასეირნება) და მრავალი სხვა. ასევე, ლამაზი შეფუთვა (ელექტრონულად თუ ნათელ სასაჩუქრე ყუთებში); მოსახერხებელი შეკვეთის სისტემა (შეგიძლიათ შეიძინოთ გამოცდილება ონლაინ, ანუ პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან); ფასი (სერტიფიკატები განკუთვნილია სხვადასხვა ბიუჯეტისთვის; მათი შეძენა ბევრად უფრო მოგებიანი და მოხერხებულია, ვიდრე მატერიალური საჩუქრის) და ორმაგი სიამოვნება – სერტიფიკატის ადრესატს ორჯერ გაახარებთ – ჩუქებისას და უშუალოდ სერვისის მიღებისას, რაც მას საუკეთესო მოგონებებს დაუტოვებს.

სამომავლო გეგმები

ძალიან ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს პლატფორმაზე. დიდი სურვილი გვაქვს, გამოცდილების, როგორც სასაჩუქრე იდეის, პოპულარიზაცია მოვახდინოთ და დავნერგოთ ის ნარატივი, რომ დადებითი ემოცია და გამოცდილება ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე მატერიალური საჩუქარი. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ აფიშის მიმართულებით: გვსურს, ბილეთების შეძენა ძალიან მარტივი და პერსონალიზებული გამოცდილება გახდეს მომხმარებლისთვის. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, ამიტომ ნათელი და პოზიტიური ემოციებისა და გამოცდილებების დროა!

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება Yolo-ს საჩუქართან დაკავშირებით

ლალი გუშიკაშვილი, მოდელი, ინფლუენსერი: ფოტოსესია საჩუქრად „იოლოსგან“ მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება იყო. დადებითი ემოცია ძალიან დიდხანს გამყვება, რომ აღარაფერი ვთქვა საოცარ ფოტოებზე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემი ახლო მეგობრის ფოტოებით მოვიხიბლე სოციალურ ქსელებში და გამიჩნდა სურვილი, თავადაც მომეწყო მსგავსი ფოტოსესია. მეგობარმა კი Yolo-ს პლატფორმის შესახებ მიამბო, თან შეძენა ვერც კი მოვასწარი, რადგან თავად მაჩუქა „იოლოს“ ფოტოსესია. რა თქმა უნდა, ყველანაირი საჩუქრის მიღება სასიამოვნოა, თუმცა როცა ისეთ რამეს გჩუქნიან, რაც შენს ინტერესებში შედის და მართლა გაბედნიერებს, ორმაგად სასიამოვნოა. თანაც, ჩემთვის, როგორც ჰედონისტი ადამიანისთვის, ღირებულია, თუ რა ემოცია მრჩება პროცესისგან, ჩემთვის მნიშვნელოვანია სიამოვნებისა და დადებითი შთაბეჭდილებების მიღება, რაც Yolo-ს მეშვეობით ნამდვილად განვიცადე. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ, ფოტოსესია არ ყოფილა, ვფიქრობ, ამ კადრების მეშვეობით ჩემი შინაგანი სამყაროსა და ემოციების წარმოჩენა მოხდა. ფოტოსესია ბედნიერი წამების შეჩერებასა და სამუდამოდ აღბეჭდვაში მეხმარება. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ YOLO-ს ფოტოსესია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. პირველ რიგში, ყველაფერი ზედმიწევნით იყო დაგეგმილი, რომ თავი განსაკუთრებულად მეგრძნო. ფოტოგრაფი პროფესიონალთან ერთად ძალიან სასიამოვნო პიროვნება იყო და გადაღების პროცესში კომფორტს მიქმნიდა. ლოკაცია, ჩაცმულობა, როგორი სტილის ფოტოები უნდა გამოსულიყო და ა.შ. ყველაფერი ერთობლივად მოვიფიქრეთ.

„იოლოს“ აქცენტი ემოციებზე შემთხვევითი არ არის, რადგან დღევანდელობაში, როცა ყველაფერი სწრაფად იცვლება, დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა არის ის, რაც ცხოვრებას მშვენიერს ხდის. სახელი YOLO-ც კი მოწოდებაა და გვახსენებს, რომ არსებობს მხოლოდ აქ და ახლა, ამ მომენტში უნდა ვიყოთ ბედნიერი და არ გადავდოთ ხვალინდელი დღისთვის.

ახლა ყველაზე ჯადოსნური პერიოდი მოდის – შობა-ახალი წელი. ერთ-ერთი ადგილი, სადაც საჩუქრებს ავარჩევ, YOLO-ს ვებგვერდია. მეგობრებისთვის სპა და მასაჟის შერჩევას ვფიქრობ, ხოლო ჩემთვის, რომლისთვისაც თვითშემეცნება ძალიან მნიშვნელოვანია, რეგრესულ ჰიპნოზს ვცდიდი ან სადჰუ თერაპიას, როგორც გამიგია, ლურსმნებზე დგომის პრაქტიკა საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაა, განსაკუთრებით სტრესთან საბრძოლველად.

იაკო ჭალაგანიძე, კონტენტკრეატორი:

ძალიან მიყვარს ახლობელი ადამიანების გახარება და მათთვის საჩუქრების შერჩევა ჩემი საყვარელი პროცესია, თუმცა ეს ყველაფერი ხშირად სირთულესთან ასოცირდებოდა. ყველა ადამიანი განსხვავდება თავისი გემოვნებისა და ინტერესის მიხედვით, და მათზე მორგებული საჩუქრის შერჩევა დიდი დროის დახარჯვას მოითხოვს, ამასთანავე, არცთუ ისე მარტივია, ყოველთვის რაღაც ახალი სასაჩუქრე იდეის მოფიქრება. ეს ყოველივე კი სწორედ „იოლომ“ გამიმარტივა. ეს არის პლატფორმა, სადაც უამრავი საინტერესო საჩუქარია თავმოყრილი, მათ შორის ექსტრემალებისთვის. მაგალითად, არც კი ვიცოდი, საქართველოში პარაშუტით ხტომა თუ იყო შესაძლებელი. ჩემი საყვარელი მიმართულებით – თავის მოვლის კუთხითაც საკმაოდ ფართო არჩევანია. ასევე, შემოქმედებითი და საბავშვო აქტივობებიც შემხვდა გვერდზე. ყველაზე მეტად კი თვითონ „იოლოს“ უმთავრესი იდეა მომწონს, რომ ადამიანებს შეგიძლია იმაზე მეტი აჩუქო, ვიდრე უბრალოდ, ნივთი. შეგიძლია თავად გახდე რამე თავგადასავლის გმირი, თანაც ეს ყველაფერი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად, რაც დაკავებული ადამიანისთვის უდიდესი კომფორტია.

გულწრფელად მოხიბლული ვარ „იოლოთი“. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მისი სახით ერთგული მეგობარი შევიძინე. რა თქმა უნდა, არაერთხელ ვეწვევი „იოლოს“, როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის გასახარებლად. ასევე, ვაპირებ მივუბრუნდე ჩემს უკვე გამოცდილ სკრაბ-მასაჟ ნირვანას და გავინებივრებ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებსაც ვაჩუქებ. ახლო მომავალში კი ვგეგმავ ფოტოსესიის შეძენას საჩუქრად ჩემი მეგობრისთვის და ვფიქრობ ბავშვების წაყვანას მარშმელოუსა და მერინგის მასტერკლასზე. თბილისში ბავშვებთან ერთად დროის ეფექტურად და საინტერესოდ გასატარებლად ადგილები არც ისე ბევრია და მგონია, რომ ძალიან იხალისებენ, თუკი თავად მოიმზადებენ მათთვის საყვარელ ტკბილეულს.

გიგი ქათამაძე, იუთუბერი, „თრეველ“ ბლოგერი:

უპირველესად, დიდი მადლობა Yolo-ს მსგავსი გამოცდილებისთვის. ჩემთვის, როგორც ექსტრემის მოყვარული ადამიანისთვის, ალბათ, ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერ მივიღებდი. ძალიან მიყვარს პარაშუტით ხტომა და ყოველი მსგავსი გამოცდილება ჩემთვის დაუვიწყარია, შესაბამისად, ის შთაბეჭდილებები დიდხანს გამყვება. მსგავსი გამოცდილებები ყოველთვის ახალი ემოციებით მავსებს და მახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ცხოვრების ყოველი წამი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ვფიქრობ, Yolo ყველა იმ შესაძლო სახალისო, გასართობ, ემოციურ ვარიანტებს გვახსენებს სასაჩუქრედ, რაც დავიწყებული გვაქვს სტრესული ყოველდღიურობით. ჩემს საყვარელ ადამიანს დაუფიქრებლად ვაჩუქებდი რაიმე ექსტრემალურს, თუნდაც პარაშუტიდან ხტომით განცდილ შთაბეჭდილებას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიგრძნოს ის ემოცია, რასაც ეს აქტივობა გვანიჭებს.

მარიამ გეგეჭკორი, კონტენტკრეატორი: თავდაპირველად ჩემი ყურადღება Yolo-ს სლოგანმა მიიპყრო – you only live once (ერთხელ ცხოვრობ ანუ შთაბეჭდილებების დროა). „იოლოსგან“ მივიღე არა სტანდარტული საჩუქარი, არამედ შთაბეჭდილებებისა და ემოციების ზღვა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდება. ეს იყო დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება – ვახშამი შეფთან, იტალიური კერძების მასტერკლასი არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც გატარებული 6 საათი იყო საოცარი და საინტერესო მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. ყოველი წამი გახლდათ ემოცია და შთაბეჭდილება.

მიხარია, რომ საქართველოში არსებობს პლატფორმა, რომელიც საუკეთესო გამოცდილებებს გვთავაზობს საჩუქრად. „იოლოზე“ შესაძლებელია აირჩიოთ, როგორ გაატაროთ დრო ან რა აჩუქოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის საუკეთესო არჩევანს. შეიძლება ითქვას, Yolo ეხმარება მომხმარებელს სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვაში, და ასევე, ამ ყველაფრისგან თავადაც ვისიამოვნოთ. იქიდან გამომდინარე, რომ გაცემა ყოველთვის უფრო მიყვარს, ვიდრე მიღება – „იოლოს“ შთაბეჭდილების სერტიფიკატს ვაჩუქებდი ჩემს ახლობელ ადამიანს, რომელიც ისევ დაუფიქრებლად – ვახშამი შეფთან იქნებოდა.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Reed hotel Tbilisi

სრულად წაკითხვა