ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. გთავაზობთ ინტერვიუს:
“ოცნებების ახდენა შესაძლებელია” – ნოტრ-დამში შესრულებული პერფორმანსი
ხატია: ეს არა რეალური, მაგიური მომენტი იყო, რადგან როდესაც ამ ჯადოსნური შენობის, ტაძრის, ირგვლივ ცეცხლი დავინახეთ, რომელიც ჩვენი ბავშვობიდან მუდმივად გონებაში გვქონდა, თითქოს ჩვენი გულის რაღაც ნაწილი იწვოდა. მას შემდეგ კი რაც აღდგენილი ვნახეთ, რეალურობა მოიპოვა, რის შემდეგაც ფიზიკურად შეგვეძლო შეხება, იქ ყოფნა – ეს აბსოლუტურად ჯადოსნური მომენტი იყო.
წამყვანი: დიახ, და ვფიქრობ თქვენი მუსიკის მოსმენაც, ამ რეალობას აცოცხლებდა. როგორც ცნობილია ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლიდან დაიწყეთ, მაგრამ საჯაროდ უკვე ექვსი წლიდან შეუდექით ამ პროფესიას. თუ შეძლებდით ექვსი წლის ასაკში წარმოგედგინათ და საკუთარი თავისთვის გეთქვათ: – „ერთ დღესაც ნოტრ-დამში უზარმაზარი გლობალური აუდიტორიის წინაშე დაუკრავ“.
ხატია: ვფიქრობ, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი იმ შენობაში ყოფნის წარმოდგენასა და მის ნაწილად ყოფნაზეც კი. ეს კონცერტი სწორედ ასე იყო მოწყობილი, ტაძრის გულში ვიყავით, რაც საოცარი განცდა იყო, თავმდაბლურად რომ ვთქვათ. მგონია, რომ ის პატარა ექვსი წლის გოგონა იტყოდა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია.
მიუხედავად ამისა არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება, ნოტრ-დამში დამეკრა, მაგრამ ჩემი ოცნება ნამდვილად იყო რაღაც ისეთი დამეტოვებინა, რაც რეალურ ცხოვრებას სცილდება – რაღაც წარმოსახვითი.
ხატია და მუსიკა
წამყვანი: ვფიქრობ, თქვენი გულშემატკივრები შეამჩნევენ არა მხოლოდ თქვენს საოცარ ნიჭს, არამედ თქვენს ვნებას, სტილს, ჩაცმის მანერას და თავმდაბლობასაც კი იმ უამრავი ნიჭისა და საჩუქრის მიუხედავად, რომელიც გაგაჩნიათ. ვფიქრობ, ჯადოსნურ ელფერს მატებთ კლასიკურ მუსიკას, მაგრამ უნდა დავბრუნდეთ უფრო ადრე – სამი წლის ასაკში. ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილები ხშირად მოვალეობას ჰგავდა. თქვენ მუსიკა და დაკვრა ყოველთვის სიამოვნებას განიჭებდათ? და რას ურჩევდით მათ, ვისაც სურს, შვილებს ინსტრუმენტზე დაკვრის სიყვარული გაუღვიძოს?
ხატია: მგონია, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ გაძლევს შესაძლებლობას ინსტრუმენტთან მიახლოებისთვის და როგორ. ჩემს შემთვევაში დედაჩემი ამას ისე აკეთებდა, თითქოს ეს თამაში იყო. ეს ჩვენი რეალობის ნაწილი იყო. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი და და ფორტეპიანოც ჩემი ოჯახის ნაწილი იყო.
წამყვანი: ახლა თქვენც დედა ხართ და ულამაზესი შვილი გყავთ. ვნახე ვიდეო, სადაც ფორტეპიანოზე უკრავთ და შარლოტა ისე იქცევა, თითქოს თვითონაც უკრავდეს. გრძნობთ თუ არა, რომ ისიც, ისევე როგორც თქვენ, პატარა ასაკიდანვე რეაგირებს მუსიკის სილამაზეზე?
ხატია: დიახ, როგორც დედა, არ ვეტყვი, რომ ისიც იგივე გზას გაჰყვეს. ჩემთვის მთავარია, რომ თავისუფლება ჰქონდეს და თვითონ გადაწყვიტოს, რა უნდა.
ხატია და საქართველო
წამყვნი: მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეთ, ბავშვობა საქართველოში გაატარეთ. მოგეხსენებათ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ახლა და რთულ იქნება ამაზე საუბარი. გსურთ შევეხოთ ამ თემას?
ხატია: საქართველოს ისტორია საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, ეს პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა მუდმივად იძულებული იყო არჩევანი გაეკეთებინა თავისუფლებასა და მშვიდობას შორის. ამ ღირებულებების მიუხედავად, რაც ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს, საქართველო ყოველთვის რთულ მდგომარეობაში იყო.
რაც დღეს ხდება, მტკივნეულია. ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში დგანან. ისენი არიან ძალიან გულწრფელი და ჭეშმარიტი თაობის წარმომადგენლები. უბრალოდ გამოხატავენ თავიანთ სურვილს – გახდნენ დასავლური სამყაროს ნაწილი და იბრძოლებენ თავისუფლებისთვის. ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვისთვის სჯიან.
კოლაბორაციები კრის მარტინთან და ესაფ როკისთან
წამყვანი: თავისუფალი გამოხატვის თემას რომ დავუბრუნდეთ, მინდა ვისაუბროთ თქვენი თანამშრომლობების შესახებ. მაგალითად, ASAP Rocky და Coldplay. როგორი იყო, როდესაც კრის მარტინმა დაგირეკათ და თანამშრომლობა შემოგთავაზათ?
ხატია: ვერ დავიჯერე! მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. კრის მარტინი უდიდესი მუსიკოსია და ყოველთვის ეძებს ახალ ჟღერადობებს. რაც შეეხება ASAP Rocky-ს, ეს ცოტათი განსხვავებული იყო, მაგრამ მუსიკალურად ძალიან საინტერესო.
წამყვანი: კიდევ თუ გაქვთ ვინმესთან თანამშრომლობის სურვილი და ვინ იქნებოდა ის?
ხატია: რა საკვირველია, თუმცა უკვე შეუძლებელია: ფრედი მერკური, პრინსი და ნინა სიმონე. ასევე ძალიან მიყვარს ლაიზა მინელი და ბარბარა სტრეიზანდი. ნამდვილი დივები არიან.
ახალ თაობიდან, ვფიქრობ, ბილი აილიშის ჟღერადობა ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით ჰარმონიების თვალსაზრისით. ეს ნამდვილად უნიკალურია.
თქვენ ახალი განზომილება შემომთავაზეთ ჩემი ფიქრებისთვის. მადლობა ამისთვის!
წამყვანი: თქვენს გზაზე არანაირი ლიმიტი არ არსებობს.