სახლი ნებისმიერი ადამიანისთვის დასვენებასა და განტვირთვასთან ასოცირდება, მით უფრო დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც მთელი არსებით მიგვეჩქარება ჩვენს მყუდრო გარემოში. იქ სადაც ყველაფერი ჩვენს კომფორტსა და სიამოვნებაზეა მორგებული. ამ კომფორტს კი რა გვიქმნის თუ არა ხარისხიანი და კომფორტული ავეჯი. OK! გაგაცნობთ ავეჯის სახლ “მიმის”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და საზოგადოებას მუდმივად განახლებად კოლექციებს და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით OK! “მიმის” დამფუძნებელს თამუნა გაგოშიძეს პირადად ესაუბრა.
გაგვაცანით ავეჯის სახლი “მიმი”. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს?
ავეჯის სახლი “მიმი” ბაზარზე უკვე მეხუთე წელია ოპერირებს. მაღაზია გაიხსნა პანდემიის პერიოდში და ვფიქრობ ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ბიზნესისთვის.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერი, მგონია რომ სახლის თითოეული დეტალი ჩვენ ხასიათს ასახავს. პანდემიის პერიოდმა მომცა დრო და შესაძლებლობა მეტი მეფიქრა ინტერიერის მოწყობაზე და სხვებისთვისაც შემეთავაზებინა ჩემეული ხედვა.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ საზოგადოებას?
ჩვენთან წარმოდგენილია ავეჯი და აქსესუარები ფერების და დიზაინის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ის რაც სახლში ყველასთვის საჭირო და აუცილებელია: დივნები, პატარა ზომის სამეული დივნები, სხვადასხვა დიზაინის სავარძლები, საწოლები, მაგიდა სკამები, სარკეები და გარე ავეჯი.
ხარისხზე გვიამბეთ.
ხარისხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლის ინტერიერსა და ავეჯზე ვსაუბროთ, რადგან თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრების განმავლობაში მსხვილ შენაძენს სამწუხაროდ არც თუ ისე ხშირად ვაკეთებთ, ამიტომ გვინდა ხარისხიანი ავარჩიოთ, რომელიც დროს გაუძლებს და მომხმარებლისთვის სახლს, რომელიც ჩვენი მოსვენების და განტვირთვის ადგილია კიდევ უფრო მეტად კომფორტულს გახდის.
ავეჯის კონსტრუქცია და მექანიზმი არის მყარად აწყობილი, გათვალისწინებული სათავსოებით, გაშლის სისტემებით და მაქსიმალურად გამძლე მასალისგან, ხოლო ზედაპირები დამზადებულია მაღალი ხარისხის ქსოვილისგან, რომელიც ადვილად წმენდვადია.
სად მზადდება თქვენთან წარმოდგენილი ავეჯი?
ავეჯის სახლში წარმოდგენილი ავეჯი იქმნება და მზადდება თურქეთში, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საწარმოსთან, რომლებიც ჩვენ და ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქციას გვიქმნის.
რანდენ ხანში ერთხელ ახლდება კოლექცია?
პროდუქციის განახლება ხდება თვეში ორჯერ, ვცდილობთ ყოველთვის მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებელს.
სად მდებარეობს შოურუმი?
შოურიმი მდებარეობს გლდანში, მარატ ნოზახის #5. მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს, მუხიანის წრესთან.
როგორია “მიმის” სამომავლო გეგმები?
ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია გაფართოვებაზე და წარმატებაზე. ჩვენი სამომავლო გეგმაა სხვადასხვა ასორტიმენტის დამატება მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს უნდა შეეძლოს სახლის ინტრიერის სრული შევსება. ასევე ვფიქრობთ ფილიალების გახსნაზე თბილისის მასშტაბით.