რესტორანი პანორამა კვლავ აგრძელებს ერთგული მომხმარებლების გაოცებას. ალბათ უკვე იცით, რომ ყოველ სეზონზე შეგიძლიათ განახლებული მენიუ დააგემოვნოთ, განსაკუთრებით აქტუალურია ზამთრის სეზონი. “პანორამას” კერძების გასაოცარი გემო აუცილებლად გადაიქცევა ზამთართან დაკავშირებულ ძვირფას მოგონებად.
“პანორამას” ამჯერად სასიამოვნო შეთავაზება აქვს სტუმრებისთვის, ყოველ დღე 13:00-დან 16:00-მდე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 20%-იანი ფასდაკლება სრულ მენიუზე. აღსანიშნავია ღვინის მენიუ, განსაკუთრებული კოლექციით და სასიამოვნო ფასებით. არაფერი ჯობია ღვინით ტკბობას ზღვის, მთისა და ქალაქის ხედების ფონზე. ცოცხალი მუსიკა და ქართული ტრადიციული ცეკვები კიდევ უფრო გააფერადებენ თქვენს დღეს, ამიტომ არ გამოტოვოთ სიახლეების ველი სოციალურ ქსელებში (ინსტაგრამი – panorama_batumi).
ყოველ შაბათს, მეგობრებთან ერთად შენ შეგიძლია გასართობად ესტუმრო რუფტოპ 34-ის ალტერნატიულს სივრცეს, ტერასა 32-ს, სადაც უგემრიელესი კოქტეილები იდელურად ერწყმის ელექტრონული მუსიკის საღამოებს.
ყოველ კვირას კი პატარა სტუმრებისთვის რესტორანში ტარდება საბავშვო მასტერ-კლასები შეფ-მზარეულებთან ერთად, პარალელურად კი გასართობი პროგრამა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ბავშვებმა კერძების მომზადებასა და დაგემოვნებასთან ერთად სასიამოვნოდ გაატარონ დრო. საბავშვო მასტერკლასები დიდი პოპულარობით სარგებლობს, სწორედ ამიტომ აუციელებლია წინასწარ დაჯავშნა.
რესტორან “პანორამაში” თქვენ თავს ყოველთვის განსაკუთრებულ სტუმრად იგრძნობთ. იქნება მაგიდა 1 პერსონაზე თუ უზარმაზარი სუფრა სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, თქვენ ყოველთვის იქნებით გამორჩეული და მნიშვნელოვანი.
შეხვედრამდე რესტორან “პანორამაში”!