#OK! დისნეიმ „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“- ზე მუშაობა უკვე დაიწყო

10 hours ago 30

მსოფლიო კინემატოგრაფიის სამყარო ბოლო დღეებია განსაკუთრებით გვაოცებს, ჯერ ჰარი პოტერის ამბავი, ახლა კი რვაწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმების სერია „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“, რომლის სცენარის წერაც უკვე დაიწყეს. Disney მეექვსე ფილმისთვის მზადება ოფიციალურად დადასტურებულია, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ პროდიუსერმა ჯერი ბრუკჰაიმერმა დაადასტურა.

ამ ინფორმაციამ მილიონობით ფანს იმედი გაუჩინა  რომლებიც უკვე წლებია ელიან თავიანთი საყვარელი პერსონაჟების ეკრანზე დაბრუნებას. თუმცა ამჯერად სიუჟეტი, როგორც ჩანს, შეცვლილი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ Disney ჯერჯერობით  ჯონი დეპის მონაწილეობას არ ადასტურებს, წყაროები აქტიურად წერენ, რომ ჯეკ სპაროუ დაბრუნდება, მაგრამ არა, როგორც მთავარი გმირი, არამედ დამხმარე როლის შემსრულებელი. ისტორია ახალ პერსონაჟებზე დაიწერება, მაგრამ ძველი გმირები (მათ შორის ჯეკ სპაროუ) მნიშვნელოვან მომენტებში გამოჩნდებიან და წარსულთან კავშირs დაამყარებენ.  არსებული ვარაუდით, დეპი შესაძლოა ფილმში მხოლოდ ეპიზოდურად გამოჩნდეს.

The DisInsider წერს, რომ სცენარში  ფიგურირებენ ორალდო ბლუმის (ვილ ტერნერი) და კირა ნაიტლის (ელიზაბეთ სვონი) პერსონაჟებიც. თუმცა მათი დაბრუნება, ისევე როგორც დეპის, ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება და კვლავ დისნეის შიდა სამუშაო პროცესებზეა დამოკიდებული.

ჯონი დეპი ახალ ჰოლივუდურ პროექტში მონაწილეობს – ფილმში Day Drinker,  სადაც პარტნიორობას უწევს პენელოპა კრუზს და მადლინ კლაინს. ეს ფილმი აღიქმება, როგორც დეპის ჰოლივუდური დაბრუნება, თუმცა თავად ამბობს, რომ „არასდროს წასულა“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს დაწყებული სასამართლო დავა ემბერ ჰერდსა და ჯონი დეპს შორის  ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო, რომელიც ჯონი დეპის სასარგებლოდ დასრულდა.

#OK! ჯონი დეპმა სასამართლო დავა მოიგო!

სრულად წაკითხვა