#OK! ჯენიფერ ენისტონი ჰიპნოთერაპევტ ჯიმ კერტისზეა შეყვარებული

10 hours ago 4

ბოლო პერიოდში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავის პირადი ცხოვრება მედიის ყურადღების ეპიცენტრში აღარ მოხვედრილა, მაგრამ ეს კვირა გამონაკლისია. 56 წლის ჯენიფერ ენისტონი, რომელიც საზოგადოებას განსაკუთრებით ფრენდსიდან უყვარს და  წარსულში უკვე ორ საკმაოდ საჯარო ურთიერთობაში იყო, ამჯერად გულშემატკივარს თავისი ცხოვრების სრულიად განსხავავებული სასიყვარულო თავი შესთავაზა. ის ჰიპნოთერაპევტ და ქოუჩ ჯიმ კერტისზეა შეყვარებული.

როგორც ჟურნალ People წერს, წყვილი მაიორკაზე, იახტაზე იმყოფებოდნენ, ჯენიფერის უახლოეს მეგობრებთან – მსახიობ ჯეისონ ბეიტმენთან და მის მეუღლესთან, ამანდა ანკასთან ერთად.

მედიამ შეყვარებულები ხელიხელჩაკიდებული დააფიქსირა. წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდება. მაიორკამდე, ერთად  კალიფორნიაში, Big Sur-ში გამოჩნდნენ, რის შემდეგაც წყვილმა გულშემატიკვრისგან თბილი კომენტარები მიიღო

 

“ერთმანეთი საერთო ნაცნობმა გააცნო, თავიდან მეგობრობით დაიწყეს. ჯენიფერს ჯიმის წიგნი ჰქონდა წაკითხული და მის საქმიანობას იცნობდა. მსახიობი თვითდახმარებისა და მენტალური ჯანმრთელობის თემებით სერიოზულად ინტერესდება,” – წერს People.

კერტისის ბიოში ასეთი წარწერაა:

ჩემი მისიაა დაგეხმარო, განიკურნო და აყვავდე საკუთარი ‘მე’-ს გაუმჯობესებით.”

ცნობისთვის, ენისტონმა აპრილში Travel + Leisure-სთან ინტერვიუში გააზიარა, რომ ჰიპნოზით ფრენის შიშის დაძლევას ცდილობდა.

ძალიან მეშინია ფრენის, ბოლო დროს ჰიპნოზის ტექნიკას მივმართე და საოცრად მშველის. ერთი მთავარი მოთხოვნა იყოფრენასთან დაკავშირებული ყველა ცრურწმენის მოცილება“.

ჯიმ კერტისის ინსტაგრამზე ხშირია სამოტივაციო პოსტები და განცხადებები, რომლებსაც ენისტონი ხშირად იწონებს.

გაიმეორე ეს აფირმაციები იმისთვის, რომ განიკურნო განშორების, განქორწინების ან ტკივილის შემდეგ. დაიწყე ახალი და ჯანსაღი ურთიერთობის მოზიდვა.“

ჯენიფერი ორჯერ იყო დაქორწინებული – ბრეტ პიტზე და ჯასტინ თეროქსზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ურთიერთობა დასრულდა მსახიობი მათთან  ცივილურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

ჯიმ კერტისი ქორწინებაში იმყოფებოდა რეიჩელ ნაპოლიტანოსთან, რომელსაც იმ პერიოდში შეხვდა, როცა ოფიციანტად მუშაობდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, თუმცა როგორც წიგნში დაწერა, მას შვილთან ახლო კავშირი არ აქვს.

მისი ოჯახის ფოტოები გასაჯაროებული არ არის.

მინდა, უკეთესი ურთიერთობა მქონდეს ჩემს შვილთან, მაგრამ ის ძირითადად დედასთან ცხოვრობს და ჩემზე გაბრაზებულია,” ამბობს კერტისი, 2017 წლის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში, Stimulati Experience-ში

უცხოური პრესა აქტიურად წერს ჯენიფერის ახალ რომანტიკულ ურთიერთობაზე და ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსახიობი ძალიან კარგ ადგილასაა, პირად და კარიერულ ცხოვრებაში. შესაძლოა ჯიმ კერტისი ის ადამიანი იყოს, ვინც ჯენის იმსახურებს.

ასევე, დაგაინტერესებთ:

#OK! 4 რჩევა ჯენიფერ ენისტონისგან: 55 წლის ვარსკვლავის “სილამაზის საიდუმლო”

სრულად წაკითხვა