ერთი წასმით შეყვარება – ანუ თბილისური ამბავი, რომელიც 100 წლის წინ, ბუდაპეშტის ქუჩაზე, ჭანკოტაძე „კუკლას“, იგივე თინას, ოჯახში დაიწყო და რომელიც მისმა შვილთაშვილმა – თათუკა ლომაძემ გაარძელა… ახლა ეს სილამაზის ფორმულები „პიელ ნატურალსის“ და სხვა ბრენდების სახელით მთელს საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით გადის და თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტებით, ტრენდებით ინსპირაციულ ძველ სიცოცხლეს ახალ ფორმულებში აქსოვს…
აი, რას გვიყვება ბრენდის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე, რომელმაც პირველი პროდუქტი, კაკაოს კარაქი, იტალიიდან მეუღლესთან ერთად ჩამოიტანა. სწორედ თავისი დიდი ბებიის რეცეპტებში მოხსენიებული კარაქის შესახებ ინფორმაციას დაემატა კომოს ტბაზე მიღებული ინსპირაცია, როცა ნახა, როგორ ირუჯებოდნენ იახტაზე მისი იტალიელი მეგობრები „Buro Di Cacao“ – იგივე კაკაოს კარაქით.
„სწორედ ასე დაიბადა იდეა, პირველი გასარუჯი პროდუქტები ჩამოგვეტანა“- გვიყვება თათუკა ლომაძე.

ყველაფერი ბებიაჩემ „კუკლასგან“ დაიწყო… ის, თავის ლამაზი ვარდებით სავსე ეზოიან სახლში ამზადებდა სამკურნალო საცხებსა და მალამოებს, მხოლოდ ბუნებრივი მცენარეებით, ზეთებითა და ექსტრაქტებით.
ბავშვობიდან სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ბუნებას ადამიანის ჯანმრთელობისა და კანისთვის უდიდესი შესაძლებლობები აქვს. თავად, თავისი ხელით შექმნილი ფორმულებით, მუდმივად უვლიდა კანს. ჰქონდა ჩანაწერებიც და ლათინურიდან ნათარგმნი მასალებიც. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, 88 წლის ასაკში ერთი ნაოჭიც არ ჰქონია. სწორედ ამიტომ ეძახდნენ მას ზედმეტსახელად „კუკლას“- „თოჯინას“.
მისი ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები გახდა Piel Naturals-ის ფილოსოფიის საფუძველი.
ამბობდა, რომ კოსმეტიკა ფუფუნებაა და მალამეობი კი საჭიროება, ამიტომ თავის შვილიშვილს, დედაჩემს, თინათინს, ასწავლიდა, რომ თუ გაჭირვებულ ადამიანს მალამო დასჭირდებოდა საჩუქრად მიეცა, კოსმეტიკა კი ფუფუნება იყო და ყველას თავის მოვლისთვის ინვესტირება საკუთარ სილამაზეში არ უნდა დაეზოგა.

დღეს მომხმარებელი ხედავს თანამედროვე შეფუთვას, ეფექტურ პროდუქტს და მის შედეგს, თუმცა ამის მიღმა დგას წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, მუდმივი კვლევა, ევროპელი ტექნოლოგების მონაწილეობა, ხარისხის მკაცრი კონტროლი და დიდი გუნდის ყოველდღიური შრომა, მუდმივი გადამზადება, მივლინებები, ტრენინგები, წამყვანი მეცნიერების მასტერკალასები, როგორ შევქმნათ სწორად სხვადასხვა ფორმულები. შემდეგ ხდება შექმნილი ფორმულების შიდა აუდიტი და მიკრობიოლოგიური ტესტირება. ამას მოყვება მოხალისე ტესტერების ჩართულობით ალერგიულობასა და ეფექტურობაზე მოხალისე ფოკუს ჯგუფებთან კვლევების წარმოება, დერმატოლოგების დაკვირვებით მათი რჩევა-რეკომენდაციების გათვალისწინება, საჭიროებისამებრ ფორმულის კორექტირება და საბოლოოდ, დადასტურებული ფორმულების ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან (ფრანგი და იტალიელი პარტნიორები) ლაბორატორიებში კლინიკური ტესტირება, სადაც სტაბილურობის, დაბრკოლებების და ალერგიულობის ტესტირებას კიდევ ერთხელ გადის პროდუქტი.

ჩვენი საწარმო მუშაობს საერთაშორისო GMP-ისა და ISO-ს ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ თითოეული პროდუქტი იწარმოება საერთაშორისო, ევროსტანდარტების დაცვით და უკვე წინასწარ ვიცით, რომ თუ მოხალისეების, შიდა ტესტირების პასუხები დამაკმაყოფილებელია, იტალიელი და ფრანგი დერმატოლოგების, მეცნიერების შეფასებაც უმაღლესი იქნება, ასე იქმნება თითოეული ფორმულა.
განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ Piel Naturals-ის პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა საერთაშორისო გამოფენებზე, მათ შორის პარიზში, ბარსელონაში, ამსტერდამში, ვენაში, ათენში, სტამბულში და დუბაიში. სადაც განსაკუთრებული ყურადღება სწორედ პროდუქციის ხარისხმა და ბუნებრივმა ფორმულებმა მიიპყრო.
ჩვენ ვიყენებთ იმავე კლასის ევროპულ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც მსოფლიოს არაერთი პრემიუმ კოსმეტიკური ბრენდი. სწორედ ამიტომ, მომხმარებელი იღებს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტურ პროდუქტს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ჩემთვის წარმატება არასოდეს ყოფილა მხოლოდ ფინანსური შედეგი. ყველაზე დიდი მიღწევა ის ნდობაა, რომელიც ადამიანებმა Piel Naturals-ს წლების განმავლობაში გამოუცხადეს. სწორედ ეს ნდობა გვაძლევს სტიმულს, ყოველდღე ვიყოთ გუშინდელზე უკეთესები.

ქუთაისი განსაკუთრებული ქალაქია თავისი ისტორიით, კულტურითა და ადამიანებით. რას ნიშნავს თქვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა?
ქუთაისი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიის მქონე ქალაქი იყო. ჩემი დიდი ბებიას ფესვები სწორედ ქუთაისიდან არის. ვფიქრობ, ის არისტოკრატული სული და დახვეწილობა, რაც თინას ჰქონდა, სწორედ ქუთაისის ფესვებისა და გენეტიკის დამსახურებაა… აქ საოცრად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბუნება, პატრიოტიზმი, ტრადიცია და თანამედროვე ხედვა, რაც ძალიან ახლოს დგას Piel Naturals-ის ფილოსოფიასთან. ამ პროექტში მონაწილეობით გაღრმავდება იმ ადამიანებთან ურთიერთობა და სიყვარული, რომელთაც ჯერ კიდევ 9 წლის წინ შეაფასეს ჩვენი ხარისხი და შეიყვარეს ბრენდი. ჩვენთან მოსულ თითოეულ ადამიანს მხოლოდ პროდუქტი არ ხვდება, ისინი აქ იღებენ პროფესიულ კონსულტაციას, ინდივიდუალურ მიდგომას და გამორჩეულ პროდუქტებს, რაც მათ არწმუნებს, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. ვერასდროს დავივიწყებთ ხალხის იმ ნაკადს, რომელიც მაღაზიის გახსნაზე მოვიდა… მთელი ქუთაისი „პიელ ნატურალსის“ მაღაზიის გახსნაზე ლაპარაკობდა. ქარვასლაში, მესამე სართულზე გახსნილ მაღაზიასთან რიგი პირველი სართულიდან იწყებოდა. ეს იყო უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, რაც ქუთაისელი ხალხისგან მივიღეთ. ლამაზები, დახვეწილები, თბილები და გემოვნებიანები.

მეწარმეობა მხოლოდ ბიზნესის მართვა არ არის. რომელი გადაწყვეტილება იყო თქვენთვის ყველაზე რთული, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი?
ალბათ, ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო 10 წლის წინ სამსახურიდან წამოსვლა და იმ საქმისთვის თავის დანებება, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ეს არის პედაგოგიკა, რომელსაც 9 წელი ვემსახურე. დღეს, როდესაც მომხმარებლები Piel Naturals-ს ნდობის ბრენდად მიიჩნევენ, ვხვდები, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა ყველაზე სწორი. ახლა ადამიანებს ინგლისურის ნაცვლად ვასწავლი, რამხელა მნიშვნელობა აქვს თავიანთ ყოველდღიურ რუტინაში ისეთი პროდუქტების შეტანას, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებისგან არის დამზადებული, ასევე, როგორ უნდა შეარჩიონ სწორი რუტინა, შეძლონ შეინარჩუნონ სილამაზე და ახალგაზრდობა „პიელ ნატურალსის“ თავის მოვლის პროდუქტების დამსახურებით.
Piel Naturals-ი უკვე მრავალი ქალისთვის სილამაზესთან, ხარისხთან და კომფორტთან ასოცირდება. როგორ ახერხებთ, რომ ბრენდი მუდმივად ვითარდებოდეს და ამავე დროს საკუთარი ღირებულებების ერთგული დარჩეს?
ვფიქრობ, ძლიერი ბრენდის მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, შეუძლია განვითარდეს ისე, რომ საკუთარი იდენტობა არასოდეს დაკარგოს.
Piel Naturals-ის საფუძველი თავიდანვე ბუნებრივ ინგრედიენტებზე, მეცნიერებასა და ხარისხზე აშენდა. დღესაც, ახალი პროდუქტის შექმნისას, პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ ნედლეულის ხარისხს. ჩვენი ფორმულები იქმნება თანამედროვე ევროპული აქტიური კომპონენტებით, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნე, იმავე კატეგორიის ინგრედიენტებია, რასაც მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ კოსმეტიკური კომპანიები იყენებენ და უფრო მეტიც, პრემიუმ ბრენდებსაც კი უჭირთ ნატურალური ინგრედიენტების პოვნა და დაინტეგრირება საკუთარ ფორმულებში, რადგან დიდ მასშტაბებზე ხარისხის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია. ჩვენ უკვე გვყავს სანდო პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენი მასშტაბების გაზრდის მიუხედავად, მუდმივად ვსწავლობთ მსოფლიო ტენდენციებს, ვნერგავთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, თუმცა არასოდეს ვთმობთ იმას, რაც თავიდანვე იყო ჩვენი მთავარი პრინციპი – უსაფრთხოება, ეფექტურობა, ბუნებრივი ინგრედიენტები და მომხმარებლისადმი პასუხისმგებლობა.
ყოველი ახალი პროდუქტი ჩვენთვის მხოლოდ კოსმეტიკური საშუალება არ არის. ეს არის დაპირება, რომელსაც მომხმარებელს ვაძლევთ და რომლის ყოველდღიურად შესრულებაც ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა.
ჩვენი ზრდის და გაფართოების გეგმებია საერთაშორისო ასპარეზზე (გარდა ორი ფრენჩაიზ მაღაზიისა ქუვეითსა და გალფის ქვეყნებში), უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლის დაგეგმვა და მაქსიმალურად ხარისხზე ორიენტირებული წარმოების შენარჩუნება, რადგან მომხმარებლის მიერ შერჩეული სლოგანის გამართლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია: „პიელი“ არის „ერთი წასმით შეყვარება“ და 2 მილიონზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება…
ტექსტი: ქეთა დაუშვილი
ფოტო: პირადი არქივი

6 days ago
29







English (US) ·
Georgian (GE) ·