ქუთაისში თანამედროვე დეველოპერული პროექტების განვითარებისა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე „იბერია სტარტ გრუპი“-ის წარმომადგენელმა,
ოთარ კოსტავამ OK!-ქუთაისთან ისაუბრა. ინტერვიუში მან კომპანიის მისიაზე, მიმდინარე პროექტებსა და იმ ხედვაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებას ემსახურება.
რას წარმოადგენს „იბერია სტარტ გრუპის“ მთავარი მისია და რა განასხვავებს მას სამშენებლო ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან?
კომპანიის მთავარი მისიაა თანამედროვე, ხარისხიანი და მრავალფუნქციური სერვისების შექმნა, რომლებიც ხელს უწყობს, როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციებზე, მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე. ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან ჩვენ გამოგვარჩევს მასშტაბური ხედვა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და თითოეული პროექტისადმი ინდივიდუალური პრემიუმ კლასის მიდგომა. ჩვენი მრავალფეროვანი პორტფოლიო მოიცავს, სამშენებლო სექტორის პრაქტიკულად ყველა საკვანძო მიმართულებას. იგი მხოლოდ მშენებლობით არ შემოიფარგლება. „იბერია სტარტ გრუპი“ ქმნის მრავალ ფუნქციურ პროექტებს, რომლებიც აერთიანებს სავაჭრო, გასართობ მომსახურებასა და საზოგადოებრივ სივრცეებს.
როგორია თქვენი კომპანიის მიდგომა საცხოვრებელი პროექტების განვითარებაში და რა კომფორტსა და სერვისებს სთავაზობს მოსახლეობას?
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხო, კომფორტულ და ფუნქციური საცხოვრებელი გარემოს შექმნას, რომელიც პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სივრცეებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ ზონებს, პარკინგს, უსაფრთხოების სისტემებს. ასევე, პროექტების დაგეგმვისას გათვალისწინებულია სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა, სტრატეგიული მდებარეობა, გამწვანებული სივრცეები და სხვადასხვა სერვისი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

მოგვიყევით დეტალურად თქვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის შესახებ, რა კონცეფციაზეა აგებული და რა ფუნქციებს აერთიანებს?
ჩვენი ყველა პროექტი გამორჩეული და განსხვავებულია. ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს წარმოადგენს ჩვენი მრავალფუნქციური, შვიდსართულიანი სავაჭრო ცენტრი „ქუთაისი ცენტრალი“, რომელიც მდებარეობს ქუთაისის ეკონომიკურ გულში, ილია ჭავჭავაძის N67 ბ-ში. მისი საერთო ფართი 10832,84 კვადრატული მეტრია. მასში ჩადებულია 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია. დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მასში ჩადებული ცენტრის კონცეფცია უზრუნველყოფს ნაკადების სწორ გადანაწილებას და მასში თავმოყრილია:
- სავაჭრო და სამრეწველო კომპანიების ექსკლუზიური სივრცეები.
- თანამედროვე, უსაფრთხო საბავშვო გასართობი ცენტრი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის.
- ღია ცის ქვეშ განთავსებული მრავალფეროვანი კვების ობიექტი და პანორამული ხედები.
- „ქუთაისი ცენტრალის“ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ავტოსადგური „იმერ-ტრანსი“, სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აერთიანებს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს, რომელიც ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას სავაჭრო ცენტრში.
რა როლს თამაშობს თქვენი კომპანია ქუთაისის ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებაში?
„იბერია სტარტ გრუპი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუთაისის ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებაში. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი ბიზნესის გააქტიურებას. ამასთანავე თანამედროვე სავაჭრო, საცხოვრებელი და მრავალფუნქციური სივრცეების განვითარება ზრდის ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალს და კონკურენტუნარიანობას. ურბანული განვითარების მიმართულებით კომპანია მონაწილეობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების დანერგვასა და ახალი საზოგადოების სივრცეების შექმნაში. განხორციელებული პროექტი აუმჯობესებს ქალაქის იერსახეს, ზრდის კომფორტს მოსახლეობისთვის და ხელს უწყობს ქუთაისის, როგორც რეგიონალური ცენტრის განვითარებას.

რა სამომავლო გეგმები აქვს „იბერია სტარტ გრუპს“ და როგორ ხედავთ კომპანიის განვითარებას უახლოეს წლებში?
ახლო მომავალში კომპანია, მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, იწყებს სამი პროექტის განხორციელებას:
- ქალაქის ისტორიულ უბანში, ქუთაისში, ტაბიძის 39 ა-ს სამხრეთით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, სადაც გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული ზონები და სპორტული მოედნები.
- ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას N9-ში იგეგმება სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. დაგეგმილი სასტუმრო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქუთაისში ტურიზმის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.
- საკურორტო ზონაში, ოზურგეთის რაიონ შეკვეთილში თანამედროვე აპარტამენტების მშენებლობა.
კომპანიის სამომავლო განვითარება დაკავშირებულია ბაზრის გაფართოებასთან, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასთან და ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდასთან. ჩვენი მიზანია ბრენდის გაძლიერება, კომპანიის ცნობადობის ზრდა, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურეობა და კარგი რეპუტაციის შენარჩუნება. სწორ მენეჯმენტსა და სტრატეგიულ დაგეგმვასთან ერთად კომპანიას აქვს შესაძლებლობა გააძლიეროს პოზიცია ბაზარზე და გახდეს ერთ-ერთი ლიდერი სექტორში.
ტექსტი: მარიშა ანთია
ფოტო: თეკლა ჟორჟოლიანი

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·