WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კარა დელევინი წლების განმავლობაში მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ ითვლებოდა – წარმატებული კარიერა, ჰოლივუდი, ცნობილი ბრენდები და მუდმივი ყურადღება მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა კამერების მიღმა ყველაფერი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა.

2023 წელს Vogue-თან ინტერვიუში კარა დელევინმა  ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა. მოდელის თქმით, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ მოზარდობისას დაიწყო. 15 წლის ასაკში ნერვული კრიზისი გადაიტანა და ანტიდეპრესანტების მიღება მოუწია. მოგვიანებით კი ალკოჰოლი და ნარკოტიკები მისთვის რეალობისგან გაქცევის საშუალებად იქცა.

დელევინი ამბობს, რომ ბავშვობიდანვე ცდილობდა, რთული ემოციებისა და პრობლემებისთვის თავი აერიდებინა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს მიდგომა მის ცხოვრებაზე უფრო მძაფრად აისახა.

„ძალიან კარგად გამომდის ყველაფრის თავიდან არიდება. უბრალოდ არ მინდოდა ჩემს პრობლემებთან გამკლავება“, – აღიარა მან.

განსაკუთრებით რთული პერიოდი პანდემიის დროს დადგა. სამსახურის შეჩერებამ და ადამიანებისგან იზოლაციამ დაანახა, რამდენად იყო მისი თვითშეფასება კარიერასთან დაკავშირებული.

„მთელი ჩემი თვითშეფასება და იდენტობა იმდენად იყო დაკავშირებული სამსახურთან, რომ როდესაც ის გაქრა, ვიგრძენი, თითქოს მიზანი აღარ მქონდა“, – იხსენებდა დელევინი. პირადი ურთიერთობის დასრულების შემდეგ კი მარტოობასთან გამკლავება კიდევ უფრო გაუჭირდა. იმ პერიოდში წვეულებები და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება თანდათან ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

2022 წლის ზაფხულში მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. Burning Man-ის ფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ მოდელი ლოს-ანჯელესის აეროპორტში პაპარაცებმა გადაიღეს. ფოტოებში მისი მძიმე მდგომარეობა აშკარად ჩანდა. კადრებმა მალე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

 მოგვიანებით დელევინმა აღიარა, რომ ამ ფოტოების ნახვა მისთვის მტკივნეული იყო, თუმცა სწორედ მათ დაანახეს რეალობა, რომლის აღიარებაც აქამდე უჭირდა.

„ფოტოების ნახვისას გული ძალიან მეტკინა. მეგონა, რომ უბრალოდ ვერთობოდი, სინამდვილეში კი კარგად აღარ გამოვიყურებოდი. გარკვეულწილად, ამ ფოტოებისთვის მადლიერიც ვარ – რეალობა დამანახა“.

საბოლოოდ რეაბილიტაციის 12-ნაბიჯიან პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა. მისი თქმით, წარსულში ხშირად ეძებდა სწრაფ გამოსავალს და სჯეროდა, რომ პრობლემის მოგვარება მოკლე თერაპიით ან სხვა მეთოდით შეიძლებოდა, თუმცა ამჯერად გააცნობიერა, რომ გამოჯანმრთელებას დრო და მუდმივი მუშაობა სჭირდებოდა.

„ადრე ყოველთვის სწრაფ გამოსავალს ვეძებდი“, – ამ პროცესში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ადამიანებთან კავშირის აღდგენა.

„დამოკიდებულების საპირისპირო კავშირია“, – ამბობს დელევინი და აღნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა მხოლოდ მაშინ არ უნდა დაიწყო, როცა უკვე ძალიან ცუდად ხარ. მისი თქმით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველდღიური პროცესია.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! კარა დელევინის მდგომარეობით შეშფოთებული საზოგადოება და მისი ახალი კოლექცია, რომლის წარდგენასაც თავად მოდელი არ დაესწრო

#OK! კარა დელევინის საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი მოდის ჩვენებები!