#OK! მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუზე 15 ოქტომბერს გამოვა

1 week ago 14

ცოტა ხნის წინ ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Victoria secret-ის შოუსთვის შეარჩიეს.

Victoria’s secret-ის შოუ ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, დაბალი რეიტინგისა და გაყიდვების გამო, კომპანიას მისი გაუქმება მოუწია. ექვსწლიანი პაუზის, რებრენდინგისა და ახლებური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ Victoria’s Secret-ის გრანდიოზული და მასშტაბური შოუ, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველოდით ნიუ-იორკში კვლავ ბრუნდება.

იმას, რომ მასში მონაწილეობას მატილდა გვარლიანიც მიიღებს, სოციალურ ქსელში ადასტურებს ნინო ცქიტიშვილი, სამოდელო სააგენტო look models management-ის დამფუძნებელი. სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს მატილდა გვარლიანიც.

ქართველი მოდელის ახალი წარმატების ფონზე გავიხსენოთ მისი განვლილი გზა და მნიშვნელოვანი მომენტები.

მატილდა გვარლიანმა მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).

მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. მოგვიანებით იგი გამოჩნდა იტალიური Vogue-ის სარეკლამო კამპანიაში.

მოდელის დებიუტი Haute Couture-ზე Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ის ასევე გამოვიდა GCDS 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუზე. 2020 წელს უკრაინული Marie Claire-ის აპრილის ნომრის გარეკანზე ახალგაზრდა ქართველი მოდელი გამოჩნდა.

მოგვიანებით მატილდა  Fendi-ის ერთ-ერთი სახე გახდა. ის გადაღებულია Fendi-ის ახალი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ხაზის, Icons-ის სარეკლამო კამპანიისთვის. 2020 წლის ბოლოს მატილდა გახდა Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს სახე. იგი ასევე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა, Parfois, Diesel და Roberto Cavalli.

ბოლო დროს მატილდა გულშემატკივრებს სულ უფრო ხშირად ახარებს ცნობილ ბრენდებსა და მოდის სახლებთან თუ გავლენიან გამოცემებთან თანამშრომლობით.

  • სულ რამდენიმე დღის წინ პარიზში Holiday Magazine -ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, გარეკანზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანია გამოსახული;
  • მატილდა ასევე პარიზში, CHANEL -ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა;
  • CHANEL -ის შემდეგ, Louis Vuitton -ის ჩვენებაზეც გამოვიდა;
  • მოდელი ასევე ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაზე ვიხილეთ;
  • Schiaparelli-ს 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა;
  • Dries Van Noten-ის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება პარიზში…

ახალგაზრდა ქართველი მოდელის ამ წარმატებულ ნაბიჯებს სამშობლოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ბოლო სიახლემ, მატილდას Victoria secret -ის შოუსთვის შერჩევამ, განსაკუთრებით აღაფრთოვანა.

შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს აშშ-ის დროით 19:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით, 03:00 საათზეა დაგეგმილი.

სრულად წაკითხვა