#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

23 hours ago 3

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სარგებლის მისაღებად ათასგვარი ეშმაკობის მოფიქრება შეუძლიათ. ისინი მზად არიან უამრავი ეშმაკური სქემა მოიფიქრონ, რომ რაღაც უფასოდ მიიღონ. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ჩინელი მამაკაცი, რომელიც ქალაქ სიანის აეროპორტში ერთი წლის მანძილზე საუკეთესო დელიკატესებს უფასოდ მიირთმევდა.

გამჭრიახმა ჩინელმა China Eastern Airlines-ის პირველი კლასის ბილეთი იყიდა და ამ ბილეთით გათვალისწინებული მომსახურებით, რომელშიც უფასო ჭამა-სმაც შედიოდა, მთელი წლის განმავლობაში სარგებლობდა, მაგრამ ამისთვის ეშმაკურად შედგენილი სქემის ამოქმედება მოუწია.

Пекин по-быстрому и бесплатный лаунж от Air China. • Форум Винского

მოხერხებული მგზავრი აეროპორტის VIP ლაუნჯში შედიოდა, სადაც პირველი კლასის მგზავრებს უფასო კვებას სთავაზობენ. ის მშვიდად მიირთმევდა, შემდეგ გამგზავრების თარიღს და ფრენის მარშრუტს ცვლიდა და სახლში მიდიოდა. მამაკაცმა VIP ლაუნჯი საკუთარ სასადილოდ დაახლოებით 300-ჯერ გამოიყენა, შესაბამისად, გამგზავრების თარიღი და ფრენის მარშრუტიც სამასჯერ შეცვალა.

როდესაც აეროპორტის თანამშრომლებმა მგზავრის უცნაური აქტივობა შენიშნეს, უკვე გვიანი იყო – ეშმაკმა „მოგზაურმა“ უკვე ბილეთი დააბრუნა და თითქმის სრული თანხა დაიბრუნა.

ავიაკომპანიამ აღიარა, რომ უძლურნი იყვნენ, რადგან მამაკაცს ტექნიკურად, არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ჯონ ლენონის უკანასკნელი ფოტოები აღმოაჩინეს

სრულად წაკითხვა