2025 წლის ნოემბერი დიდი ცვლილებების თვეა, რომელიც თავისუფლების, ჭეშმარიტების და განახლების განცდას მოიტანს. ენერგიის ცვლილება ნოემბრის პირველივე დღეებში მოხდება – 4 ნომბერს მარსი მშვილდოსანში შევა, რაც მონდომებას და მოქმედების სურვილს გააძლიერებს. 5 ნოემბერს, სავსე მთვარე კუროს ნიშანში შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საკუთარი ძალისხმევის შედეგები ნახოთ. 6 რიცხვში ვენერა მორიელის ნიშანში შევა, რაც ვნებას გააძლიერებს და უფრო ღრმა ემოციურ კავშირებში ჩაგითრევთ.
20 რიცხვისთვის ახალი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში ახალი ენერგიის, ოპტიმიზმისა და წინსვლის ტალღას მოიტანს. ეს ჰორიზონტის გაფართოების, თამამი გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი თავგადასავლების დროა. თვის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ურთიერთობები, ფინანსები და პირადი ამბიციები იქნება.
ვერძი

ვერძისთვის ნოემბერი ძალებისა და პრიორიტეტების გადაფასების თვეა. აქტიური პერიოდის შემდეგ, შეიძლება შინაგანი დაღლილობა იგრძნოთ. ეს იმის ნიშანია, რომ სიჩქარე უნდა შეანელოთ. მიეცით საკუთარ თავს საშუალება დაისვენოთ და მოქმედებასა და დასვენებას შორის წონასწორობა აღადინოთ. სწორედ ამ მშვიდ დღეებში შეიძლება ახალი აზრები და იდეები გეწვიოთ, რომლებიც ნაცნობ საგნებზე თქვენს შეხედულებას მთლიანად შეცვლის. შეცვლის თქვენს პერსპექტივას ნაცნობ საკითხებზე. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დროებითი პაუზა, რათა განსაზღვროთ მიმართულება, რომლითაც უნდა იმოძრაოთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის გიხელმძღვანელებთ, როდის უნდა აიღოთ ინიციატივა და როდის უნდა დაიცადოთ.
კურო

კუროსთვის, 2025 წლის ნოემბერი შთაგონების გამოღვიძების დროა. შესაძლოა, ძველი ოცნებები გაიხსენოთ, რომლებიც ოდესღაც სამომავლოდ გადადეთ. ახლა სამყარო მოქმედებისკენ გიბიძგებთ, მაგრამ შეგნებულად და აუჩქარებლად, რომ სწორი მომენტის შინაგან განცდას ენდოთ. თვის შუა რიცხვებში შეიძლება ბედისწერის მოულოდნელი ნიშანი მიიღოთ: შეხვედრა, შემთხვევითი ფრაზა ან შესაძლებლობა, რომელიც დაადასტურებს, რომ სწორ გზაზე დგახართ. ნებისყოფა და სიმშვიდე თქვენი შინაგანი ძლიერების წყარო გახდება.
ტყუპები

ნოემბერი ტყუპებს მნიშვნელოვან შეხვედრებს და გულწრფელ საუბრებს მოუტანს. ახალი ნაცნობობა მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ჰორიზონტის გაფართოებაში დაგეხმარებათ. ყურადღება არ უნდა მოადუნოთ – შემთხვევით მოსმენილი სიტყვაც კი შეიძლება მინიშნება იყოს. კომუნიკაცია თქვენი წარმატების მთავარი ინსტრუმენტი იქნება. რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით, საჭირო შესაძლებლობებს მით უფრო სწრაფად მიიზიდავთ.
კირჩხიბი

ნოემბერში ცვლილებებისადმი შინაგან მოწოდებას იგრძნობთ. ეს თვე კომფორტის ზონიდან გასვლას გაიძულებთ, ძველი შიშების დაძლევაში და ახალ საქმის დაწყებაში დაგეხმარებათ. ცვლილება შეიძლება სარისკოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის პიროვნულ ზრდასა და შინაგან თავისუფლებას მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ბიზნესში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ, ხოლო პირად საკითხებში გრძნობებს გასაქანი მისცეთ. თქვენი შინაგანი პატიოსნება ზუსტად იმ ადამიანებს იზიდავს, ვინც გჭირდებათ.
ლომი

ლომებისთვის ნოემბერი ცნობიერების ამაღლებისა და პატიების დრო იქნება. ვიღაც შეიძლება წარსულში დაბრუნდეს, მაგრამ არა ძველი ისტორიების გასაცოცხლებლად, არამედ საბოლოოდ დასავიწყებლად. ნუ ეცდებით კონტროლის შენარჩუნებას და იმის გამეორებას, რაც უკვე მოხდა. წარსულის გაშვებით, თქვენ ახლისკენ გზას გახსნით. თვის მეორე ნახევარი სიმსუბუქისა და შინაგანი განახლების შეგრძნებას მოიტანს. ისევ იგრძნობთ შთაგონებას და მოტივაციას მოქმედებისთვის, მაგრამ შინაგანი დაძაბულობის გარეშე.
ქალწული

ნოემბერი ქალწულებს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი წესრიგის მოთხოვნილებას მოუტანს. თქვენ იგრძნობთ სურვილს, გარემო ზედმეტი ნივთებისგან გაწმინდოთ და შინაგანი ჰარმონია აღადგინოთ. შეიძლება დაემშვიდობოთ იმას, რამაც დიდი ხანია დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ეს უზარმაზარ შვებას მოგიტანთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის კონტროლს არ შეეცადოთ – ცვლილებებს რაც უფრო მარტივად შეხვდებით, მით უფრო გაადვილდება მიზნის მიღწევა. თვის ბოლოს სიმსუბუქისა და კმაყოფილების გრძნობა გექნებათ, რადგან ცხოვრება უფრო გულწრფელი და გამჭვირვალე გახდება.
სასწორი

სასწორისთვის ნოემბერი შინაგანი ბალანსისა და პირადი საზღვრების ძიების დრო იქნება. შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდით სხვების ინტერესებს „მორგებოდით“, ახლა კი საკუთარი სივრცე გჭირდებათ. ეს არ არის წასვლა, უფრო საკუთარ თავთან დაბრუნებაა. თვის პირველ ნახევარში შეიძლება წარმოიშვას სიტუაცია, რომელიც გაიძულებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს გადახედოთ. ახლა უკეთ ხვდებით სად მთავრდება სხვა ადამიანის მოლოდინები და სად იწყება თქვენი პიროვნება. შემოქმედებითი საქმიანობა, მუსიკა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და საკუთარ თავთან განმარტოება ენერგიისა და ჰარმონიის გრძნობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მორიელი

მორიელები ნოემბერში ყურადღების ცენტრში იქნებიან – თქვენი ენერგია ირგვლივ მყოფებისთვის განსაკუთრებით ძლიერი და მიმზიდველი იქნება. თავს თავდაჯერებულად, შთაგონებულად და მიზანსწრაფულად იგრძნობთ. თუ შინაგან იმპულსებს მიჰყვებით ბევრი რამ ადვილად გამოგივათ. ემოციებს ნუ დამალავთ და ვნებების გამოვლენის ნუ შეგეშინდებათ – ეს თქვენი ძლიერების წყაროა. ნოემბერი შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარი თავი იმ სფეროებში გამოავლინოთ, სადაც ადრე არასოდეს გიცდიათ. ადამიანები თქვენს ქარიზმას გრძნობენ და თქვენკენ მოიწევენ, ახალი ნაცნობები ან საქმიანი კავშირები კი შეიძლება მოულოდნელად სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის ნოემბერი შინაგანი აღმოჩენების ნიშნით ჩაივლის. თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები შეიძლება შენელდეს, მაგრამ შინაგანი ღირებულებების მნიშვნელოვანი გადაფასება დაიწყება. მიხვდებით, რომ ნამდვილი თავისუფლება მოძრაობაში კი არა, საკუთარი თავის გააზრებაშია. ეს თვე მიზნებზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ. შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც შეგახსენებენ, სინამდვილეში ვინ ხართ. ყველაფერი, რაც არაერთგვაროვანი და ქაოსური გეჩვენებოდათ, თანდათან ერთიან სურათს შექმნის. ახალი იდეები მომავალი გამარჯვებების საფუძველი გახდება და შინაგან თავდაჯერებას მოგიტანთ.
თხის რქა

ნოემბერში იგრძნობთ, რომ დროა, თქვენს ცხოვრებაში მეტი ემოცია შეუშვათ. როგორც წესი, გონება გმართავთ, მაგრამ ახლა ჯობია გულს მიენდოთ. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ გულწრფელი და გახსნილი იყოთ. ეს ურთიერთობებს გააძლიერებს და შინაგანი სითბოს განცდას მოგიტანთ. ეს თვე თითქოს გიწვევთ, რომ საკუთარი „ნაჭუჭიდან გამოხვიდეთ“ და უბრალოდ იცხოვროთ, ბრძოლისა და ვინმესთვის რამის დამტკიცების გარეშე. თბილი ურთიერთობა და გულწრფელი საუბრები სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული

მერწყულისთვის ნოემბერი შემოქმედებითი იდეებისა და ახალი გადაწყვეტილებების თვეა. თქვენ შეძლებთ ძველ პრობლემებს ახალი კუთხიდან, განსხვავებულად შეხედოთ და უჩვეულო გადაწყვეტილება იპოვოთ. ახლა თქვენს იდეებს ადამიანების შთაგონება და გაერთიანება შეუძლია. გაუზიარეთ ისინი გარშემო მყოფებს და დააკვირდით მათ რეაქციას. მეტისმეტად ბევრს ნუ იფიქრებთ, სპონტანურად იმოქმედეთ და ინტუიციას მიჰყევით. მოულოდნელი შეხვედრა ან ახალი ნაცნობობა შთაგონებას მოგიტანთ. თითქოს სამყარო თქვენი ჰორიზონტის გაფართოებისკენ გიბიძგებთ – კომფორტის ზონიდა გასვლის ნუ შეგეშინდებათ, რადგან სწორედ ახლა საინტერესო აღმოჩენები გელოდებათ.
თევზები

ნოემბერში განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდებით და თქვენი ინტუიციაც უჩვეულოდ გაძლიერდება. თითქოს შინაგანი ხმები გესმით და სხვების განწყობას გრძნობთ. ეს არის დრო, როცა საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყოთ – მაშინაც კი, თუ სიმართლე უსიამოვნოა. ამ თვის ენერგია ძველი ილუზიებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. თვის ბოლოს შეიძლება შთაგონების მოზღვავება ან ღრმა ემოციური განახლება განიცადოთ. თქვენი ოცნებები, ინტუიციური ხედვები და შემთხვევითი დამთხვევები სამყაროს მნიშვნელოვან მინიშნებებად იქცევა.

1 day ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·