#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა

18 hours ago 6

ბრაზილიელი სუპერმოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი თავისი მესამე შვილის მამაზე, ხოაკიმ ვალენტეზე ფარულად დაქორწინდა – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს, რომელმაც წყვილის ქორწინების მოწმობა მოიპოვა.

 DAME

ქორწინების დახურული ცერემონია ჟიზელის ფლორიდაში მდებარე სახლში გაიმართა. მას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. ქორწილის შემდეგ სუპერმოდელი მშობლიურ ბრაზილიაში გაფრინდა, სადაც ულამაზესი გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა.

Жизель Бундхен в Сан-Паулу (Бразилия) 17 декабря 2025 года

45 წლის ჟიზელი და 35 წლის იოახიმი, რომელიც მის ოჯახში ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ინსტრუქტორად მუშაობდა, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ ტომ ბრედისთან განქორწინებიდან სამი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 2025 წლის დასაწყისში წყვილის პირველი შვილი დაიბადა. ბუნდჰენს ბრედისთან ორი შვილი ჰყავს: 16 წლის ვაჟი ბენჯამინი და 13 წლის ქალიშვილი ვივიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტომ ბრედი ირინა შეიკს ხვდება, რომელსაც ბრედლი კუპერთან ქალიშვილი ჰყავს.

 VAEM, CAMA, DALI50

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ახალი ცხოვრების დასაწყისი განქორწინების შემდეგ – 6 რჩევა სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენისგან

სრულად წაკითხვა