#OK! როგორ მივხვდეთ, რომ თანამოსაუბრე გვატყუებს – ილონ მასკის მეთოდი

13 hours ago 2

დაუსვით ადამიანს მხოლოდ ერთი კითხვა და მიხვდებით, სიმართლეს ამბობს თუ არა.
ტყუილის გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გზა სხეულის ენასა და მიმიკებზე დაკვირვებაა. ითვლება, რომ მატყუარა ადამიანები თანამოსაუბრეს თვალს არიდებენ, ხშირად იყურებიან მარჯვნივ (რაც წარმოსახვას ააქტიურებს) ან ნერვულ მოძრაობებს აკეთებენ. თუმცა, დასკვნის გამოსატანად მხოლოდ ეს ნიშნები საკმარისი არ არის – შეიძლება თქვენი თანამოსაუბრე უბრალოდ მორცხვია და გასაუბრების ან მნიშვნელოვანი გარიგების დროს ნერვიულობს.

Как научиться распознавать ложь | Oratoris

ტყუილის ამოსაცნობად არა მხოლოდ ქცევას, არამედ იმასაც უნდა დავაკვირდეთ, თუ რას და როგორ ამბობს ადამიანი.

როგორ ხვდება ტყუილს ილონ მასკი

Tesla-სა და SpaceX-ის ლეგენდარულ დამფუძნებელს ერთი საყვარელი კითხვა აქვს, რომელიც გასაუბრების დროს მატყუარებისა და ტრაბახების გამოვლენაში ეხმარება. ამ მეთოდის შესახებ მან 2017 წლის მსოფლიო სამიტზე ისაუბრა.

Маск отказался быть советником Трампа – DW – 01.06.2017

კანდიდატებთან შეხვედრისას ილონ მასკი ყველას ერთსა და იმავეს ეკითხება:

აღწერეთ სირთულეები, რომლებსაც ცხოვრებაში შეხვედრიხართ და მოყევით, როგორ გადალახეთ ისინი“.

ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ვრცელი ან ზოგადი ფრაზებით გაჯერებული იყოს.

თუ კანდიდატი დაწვრილებით პასუხობს, ეს მის პატიოსნებაზე მიუთითებს. ის წარუმატებლობას არ მალავს, პოტენციური დამსაქმებლის წინაშე „იმიჯის შელახვის“ არ ეშინია და სიმართლეს ყველაფერზე მაღლა აყენებს. სავარაუდოდ, ის სხვა სამუშაო ვითარებაშიც გულწრფელი იქნება.

 признаки что человек врет

თუ პასუხი ზოგადია და არაფრისმთქმელია, ეს ტყუილისკენ მიდრეკილებაზე მეტყველებს. მატყუარას ზედმეტი წვრილმანების გამჟღავნების ეშინია, რამაც შეიძლება ის ჩიხში შეიყვანოს, ამიტომ ცდილობს ბუნდოვანი და ზოგადი ფორმულირებები გამოიყენოს.

 восемь малоизвестных признаков. Читайте на UKR.NET


ილონ მასკის მიერ აღწერილი მეთოდი კოგნიტური ფსიქოლოგიისთვის ცნობილია და მას ინფორმაციის ასიმეტრიული მართვა ჰქვია. ამ მეთოდს არა მხოლოდ გასაუბრებებზე, არამედ დაკითხვების, მოლაპარაკებებისა და ფსიქოთერაპიის დროსაც აქტიურად იყენებენ.  მეთოდის ყოველდღიურობაზე მორგება ძალიან ადვილია – დაუსვით ადამიანს კონკრეტულ თემაზე პირდაპირი კითხვა და პასუხს დააკვირდით. მატყუარა შეეცდება კონკრეტულ პასუხს თავი აარიდოს, რათა შეცდომა არ დაუშვას, გულწრფელი ადამიანი კი პირიქით, დაწვრილებით და კონკრეტულად გიპასუხებთ.

6 признаков того, что человек вам врет | Телеканал СТБ

თუმცა, ამ მეთოდსაც გარკვეული შეზღუდვები აქვს:

ინდივიდუალური განსხვავებები: ზოგი ადამიანი ბუნებით სიტყვაძუნწია, მაშინაც კი, როცა სიმართლეს ამბობს. ზოგს კი უბრალოდ  აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბება უჭირს.

დატრენინგებულიადამიანები: მათ შესაძლოა წინასწარ იცოდნენ, როგორ პასუხს ელიან მათგან. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მეტი დამაჯერებლობისთვის სპეციალურად, ბევრი უმნიშვნელო დეტალი მოიგონონ.

სტრესი: ზოგ ადამიანს კითხვებზე პასუხისა და ზეწოლის დროს აზრები ეფანტება, რის გამოც მათი პასუხები ბუნდოვანი და უზუსტო ხდება.

ამიტომ, ყოველთვის შეადარეთ ადამიანის საუბრის მანერა მის ჩვეულ სტილს.

კიდევ როგორ ამოვიცნოთ ტყუილი ხმითა და მეტყველებით

Названы сигналы, которые выдают вранье - РИА Новости, 25.06.2022

ტყუილი დაძაბულობას იწვევს, რის გამოც ადამიანი ან ძალიან სწრაფად ლაპარაკობს ან პირიქით, ზედმეტად ნელა.

ხშირად, როდესაც ადამიანი იტყუება, მისი ხმის ტემბრი იმატებს.

საუბრის დროს ხშირი პაუზები მიუთითებს, რომ ადამიანი პასუხს გზადაგზა იგონებს.

ყურადღება მიაქციეთ უზუსტობებს. გამოგონილ ამბებში ფაქტები ხშირად იცვლება და მანამდე ნათქვამს ეწინააღმდეგება.

მატყუარები ხშირად ცდილობენ ტყუილისგან ფსიქოლოგიურად დისტანცირდნენ და პასუხისმგებლობა აირიდონ. ნაცვლად იმისა, რომ თქვან: „მე ეს პროექტი წარმატებით ჩავაბარე“, ამბობენ „პროექტი წარმატებით ჩაბარდა“, „ისე მოხდა, რომ…“, „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა“ და ა.შ.

46 - новости на Tengri Life

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

სრულად წაკითხვა