#OK! სკარლეტ იოჰანსონი ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავი გახდა

5 hours ago 2

40 წლის ვარსკვლავი, სკარლეტ იოჰანსონი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ქალი მსახიობი გახდა. მას შემდეგ, რაც „Jurassic World: Rebirth“- მა პრემიერიდან 6 დღის განმავლობაში 322 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, იოჰანსონის საერთო შემოსავალმა 14.85 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მან ჰოლივუდის ისეთი გიგანტები ჩამოიტოვა, როგორებიც არიან სამუელ ელ. ჯექსონი და რობერტ დაუნი უმცროსი.

იოჰანსონმა PEOPLE – თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ Jurassic World: Rebirth – ში მთავარი როლის შესრულება მისთვის უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად იქცა.

„იმედი მაქვს,  10 წლის ბავშვებიც იმავეს იგრძნობენ, რასაც მე ვგრძნობდი, როცა ვთამაშობდი” 

სიუჟეტის მიხედვით, ექსპედიცია იზოლირებულ რეგიონებში შედის, სამი პრეისტორიული არსების დნმ-ის მოსაპოვებლად, რაც სამედიცინო აღმოჩენის საფუძველი გახდება.

,,ეს ფილმი ჩემთვის ბავშვობაში დაბრუნებას ნიშნავს, სადაც არარეალურიც კი ნამდვილი გგონია” – აღნიშნავს რეჟისორი, გარეტ ედვარდსი.

სკარლეტის ბლოკბასტერებით სავსე კარიერა მხოლოდ Marvel-ით არ შემოიფარგლება. თუმცა, მისი დებიუტი Iron Man 2-ში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

The Avengers-ის ოთხი ფილმი (2012–2019), რომელმაც საერთო ჯამში 7.7 მილიარდი დოლარი მოიტანა.

მსახიობის წარმატება ისეთ ფილმებით, გაგრძელდა, როგორებიც იყო:

  • Captain America: The Winter Soldier (714 მლნ);
  • Lucy (457 მლნ);
  • Captain America: Civil War (1.15 მლრდ);
  • The Jungle Book (951 მლნ).

2025 წლის მაისში მისი რეჟისორობით გადაღებული პირველი ფილმის, Eleanor the Great -ის პრემიერა შედგა, რომელმაც კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს არის კომედიური დრამა, სადაც მთავარ როლს 95 წლის მსახიობი ჯუნ სკუიბი ასრულებს.

,,რეჟისორობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა, ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს საკუთარი ხედვა წინა პლანზე წამოვწიო და კინოინდუსტრიას სხვა კუთხით შევხედო”  

შეგახსენებთ, რომ სკარლეტმა BAFTA-ს გამარჯვებული ამერიკელი მსახიობი სამუელ ელ. ჯექსონი და მეორე ადგილზე მყოფი, მსახიობი და მომღერალი რობერტ დაუნი უმცროსი უკან ჩამოიტოვა და ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი პირველი ქალი მსახიობი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! “ჩემი ეგო ზედმეტად სუსტია იმისთვის, რომ სოციალური ქსელები მქონდეს” – სკარლეტ იოჰანსონი

სრულად წაკითხვა