ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლი, რომელიც მაყურებელმა „დივერგენტის“ სერიითა და HBO-ს პოპულარული სერიალით „დიდი პატარა ტყუილები“ (Big Little Lies) გაიცნო, საქართველოში იმყოფება.
მსახიობი სამეგრელოში, ეთნო სოფელ „სისატურას“ ესტუმრა. მისი ვიზიტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვუდლი საქართველოში Netflix-ის ახალი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. თუმცა, პროექტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა — უცნობია მისი სახელწოდება, სიუჟეტი და გადაღებების სრული მასშტაბი.
შეილინ ვუდლიმ მსოფლიო პოპულარობა „დივერგენტის“ ტრილოგიით მოიპოვა, მოგვიანებით წარმატებული როლები შეასრულა ფილმებში „The Fault in Our Stars“, „The Descendants“ და სერიალში „Big Little Lies“, სადაც პარტნიორობას ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი და მერილ სტრიპი უწევდნენ.

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·