#OK! წლის ყველაზე გრძელი დღე და „ახალი ეპოქის“ დასაწყისი — რას ამბობს ასტროლოგი

2 hours ago 2

ამ კვირაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის ბუნიობა აღინიშნება — ყველაზე ნათელი და გრძელი დღე. წელს ეს მოვლენა კვირას, 21 ივნისს ემთხვევა.

ბუნიობის დროს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენ მაქსიმალურად არის დახრილი, რის გამოც მზის სხივები ზედაპირს უფრო პირდაპირი კუთხით ეცემა. სწორედ ამიტომ დღის სინათლე ყველაზე დიდხანს გრძელდება, ხოლო ღამე — მნიშვნელოვნად მოკლდება.

ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ OK! Magazine-ს ასტროლოგი ნინა ხომერიკი ესაუბრა:

21 ივნისს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზაფხულის მზებუდობა, UTC-ის დროით 08:24 საათზე, ხოლო თბილისის დროით 12:24 საათზე დადგება. ამ დღეს, მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღალ წერტილს მიაღწევს, რაც ყველაზე გრძელი დღისა და ზაფხულის ასტრონომიულ დასაწყისს ნიშნავს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში, დღის ხანგრძლივობა, საშუალოდ 3 საათითა და 17 წუთით მეტია, ვიდრე ზამთრის მზებუდობის დროს, ჩრდილოეთ განედის ზოგიერთ ტერიტორიაზე მზე ჰორიზონტს არ ჩასცდება, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ის მთლიანად ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარეობს და მისი ტერიტორია ვრცელდება ჩრდილოეთის განედის 41*03** – დან- 43*35** – მდე შუალედში და აქ დღის ხანგრძლივობა 15 საათი გასტანს.

ეს დღე, მრავალ კულტურასა და ტრადიციაში, განსაკუთრებულ დღეთ ითვლება, რადგან წლის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა. ენერგეტიკულად, ის უკავშირდება სინათლის პიკს, ანუ სიცოცხლესა და მაქსიმალურ აქტიურობას, შემოქმედებითი ძალის ყველაზე დიდ გამოხატულობას, სიუხვესა და ნაყოფიერებას, ვინაიდან ამ პერიოდში, ბუნებაში ყველაფერი აყვავებისა და ზრდის ფაზაშია. ბევრ ტრადიციაში, ამ პერიოდში ხდება მიღწევებისა და შედეგების შეფასება, შეჯამება და განვლილი გზის გაანალიზება. ასტროლოგიურად, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მზე იცლის ნიშანს და გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში, ანუ ხდება შინაგან ფესვებთან, ოჯახთან, სახლთან, ემოციურ უსაფრთხოებასთან და დაბადების საწყისთან დაბრუნება. ამ პერიოდში, ტრადიციულად აქტიურდება მზისა და კირჩხიბის ენერგია. ამ შემთხვევაში მზე სიცოცხლის ძალას, თვითგამოხატვას, მიზანსა და ცნობიერებას წარმოადგენს, ხოლო კირჩხიბი აქცენტირდება ტრადიციებზე, ფესვებზე, ემოციურ უსაფრთხოებაზე, ამიტომ ზოგიერთ ადამიანში იღვიძებს მეტი მოტოვაცია, საკუთარი მიზნებისა და როლის გაცნობიერება ცხოვრებაში, მოქმედების და მოძრაობის სურვილი, ზოგში კი ემოციურობა, მგრძნობელობა და ნოსტალგია. ეს არის ზრდიდან გააზრებისკენ გადასვლის წერტილი, როდესაც ადამიანი იწყებს მიღწეულის შეფასებას, უფრო მკაფიოდ ჩანს ცხოვრების მნიშვნელოვანი მიმართულებები, ძლიერდება ინტუიცია, ემოციური რეაქციები და მოთხოვნილება ყურადღებით მოვუსმინოთ საკუთარ საჭიროებებს.

თუმცა წლევანდელი მზებუდობის ენერგია, სხვა წლებთან შედარებით მეტად განსხვავებულია, ვინაიდან 20 ივნისს დაიწყო ძალიან იშვიათი და მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ასპექტი, რომელიც არის ახალი რეალობისა და ეპოქის სეგნიფიკატორი. ეს არის პორტალი, რაც შეცვლის კაცობრიობის მიერ, სამყაროს აღქმის წესს და ითვლება ახალ რეალობაში გადასვლის მომენტად, როდესაც ბევრი ადამიანი არჩევს ცხოვრების ახალ კურსს. 20 ივნისს შედგა ზუსტი 90* გრ-ნი ასპექტი, მომავლის და რევოლუციური პროგრესის პლანეტა ურანსა და კარმულ კვანძებს შორის, რომლის გავლენა დიდხანს შენაჩუნდება და სწორედ ეს მოიტანს მოულოდნელ ცვლილებებს, როგორც მსოფლიოს, ასევე თითოეული ჩვენგანის ბედში. ასეთი ასტროლოგიური ასპექტი ხდება დაახლოებით 84 წელიწადში ერთხელ და ქმნის ისეთ ეფექტს, რომ თითქოს თვალსა და ხელს შუა იცვლება რეალობა, რომ შეუძლებელია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების შეჩერება, ეს არის გზის გასაყარის წერტილი და გამოფხიზლების პერიოდი, როდესაც ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა: საით მიემართება კოლექტიური რეალობა?..

სამყარო ახლა გადატვირთულია ინფორმაციით, იდეებით, მოსაზრებებითა და ინფორმაციული ხმაურით, ამიტომ, ხშირად გვეუფლება შფოთი, განვიცდით გარე და შინაგან არასტაბილურობას, გვაქვს დროის აჩქარებისა და ნერვული გადატვირთვის შეგრძნება. პლანეტა ურანი ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც ქმნის უარყოფით ასპექტს კარმულ კვანძებთან გვაჩვენებს, რომ მსოფლიოს, მთავარი ბრძოლის ველი მდგომარეობს ტექნოლოგიებში, სისწრაფეში და ადამიანურ ყურადღებაში, რაც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია.

ურანი, ეს არის არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის ენერგიის მატარებელი და მისი უარყოფითი ასპექტები კარმულ კვანძებთან, გულისხმობს არჩევანის კრიზისს. ურანი ამ წუთას დგას ზუსტად კვანძებს შუა. სამხრეთის კვანძი ასოცირდება განვლილ გზასთან, დაგროვილ გამოცდილებასთან, ის წარსულის მცველია, ხოლო აღმოსავლეთის კვანძი, გვიჩვენებს ევოლუციის კურსს და მათ შორის არჩევანის კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს იდეალური გადაწყვეტილება და ჩვენ ვდგებით, ორ არასრულყოფილ კომპრომისულ ვარიანტს შორის. ახლა ვართ იმ კულმინაციაში, სადაც წარსული არ გვაძლევს მომავლის ლოგიკურ და კომფორტულ გაგრძელებას, როდესაც შეუძლებელი ხდება, განვითარების შედეგად მიღებული სტაბილურობის, ანუ წინა რეალობის ვერსიასა და მომავლისკენ მიმავალი გზას შორის ლოგიკის შენარჩუნება, რაც გააჩენს განცდას, რომ საჭიროა რაღაცის გაწირვა, აწმყოში დატოვება, იმისათვის, რომ მოგვეცეს წინსვლის შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე: იდეები, ოცნებები ან თუნდაც დაგროვილი პროფესიული გამოცდილება. ამ არჩევანის კრიზისი მდგომარეობს არა იმაში, რომ ვიპოვოთ იდეალური გამოსავალი, არამედ არსებული მოცემულობის ადაპტაციაში, მოქმედებაში და იმ რეალობის მიღებაში, როდესაც ხვდები, რომ იდეალური სცენარი არ არსებობს. 2026 წლის 20 ივნისს, წარსულისა და მომავლის კვანძებს შორის დადგა ურანი, რომელიც ციური ღმერთია, ის ასოცირდება პირველად ქაოსთან და მისი ენერგია არ ემორჩილება სისტემას, მისი ძალა ამსხვრევს წესრიგისა და კონტროლის ილუზიას. ურანსა და კარმულ კვანძებს შორის კვადრატი ნიშნავს გამოცდას, გაუთვალისწინებელ ფაქტორებს, რომელიც რადიკალურად ცვლის თითქოს ლოგიკურ და არჩეულ მარშრუტს. ეს ასპექტი მოითხოვს უცნობ რეალობაში ნაბიჯების გადადგმას. ურანი აძლევს კაცობრიობას ახალ ტექნოლოგიებს, სწრაფ ინფორმაციას, თუმცა ამავდროულად არღვევს პირველად სტაბილურობას და ახლა იწყება დრო, როდესაც ბედის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ეს არის გაუთვალისწინებელი ფაქტორებისა და მოულოდნელი ინფორმაციის პერიოდი, რომელიც რევს მოცემულობას და რეალურ დროში ცვლის სამყაროს, რის შედეგადაც წარმოიქმნება შინაგანი კონფლიქტი, ძველი სამყაროს დაკარგვის შიშსა და მომავლის შეჩერების შეუძლებლობას შორის. 20 ივნისი არის თარიღი, როდესაც მსოფლიოში და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელია უჩვეულო და ანომალიური მოვლენების განვითარება.

ამრიგად, 20-21 ივნისი, ეს ის თარიღია, როდესაც თავის კულმინაციას აღწევს არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის ენერგიის მატარებელი პლანეტა ურანი, წარსულის და მომავლის კარმული კვანძები, მზის ენერგია და ემოციური უსაფრთხოების მაძიებელი კირჩხიბი, შესაბამისად ეს ყველაფერი ადამიანებში გამოიხატება, როგორც არასტაბილური ემოციური საქანელები, ერთის მხრივ მოზღვავებული ემოციები, ცვლილებების სურვილი, ახალი გზის ძიება და აგრეთვე დაცულობის განცდის შენარჩუნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ სურვილები, განცდები, ვიპოვოთ ოქროს შუალედი, არ ავყვეთ ურანისეულ უეცრად მოსულ აგრესიას და გვახსოვდეს, რომ ასეთ დროს გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრება გადავწეროთ, იჩქარეთ დინჯად! ერთ-ერთი ძლიერი რიტუალი, რომელიც ასეთ დღეს კეთდება მზის პირველ სხვივებთან ერთად კეთდება, არის სურვილებისა და მიზნების ჩამოწერა, რისთვის ხართ მადლიერი და რისგან გსურთ გათავისუფლება. აუცილებელია ცეცხლის ელემენტის გამოყენება, სანათლის დანთება და ფურცელზე ჩამოწერილი არასასურველი მოვლენებისაგან გათავისუფლება.

სრულად წაკითხვა