#OK! ჯონი დეპი „ოსტატი და მარგარიტას“ პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი იქნება

21 hours ago 3

10 დეკემბერს ცნობილი  გახდა, რომ ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, ჯონი დეპი მიხაილ ბულგაკოვის რომანის „ოსტატი და მარგარიტა“ პირველ ინგლისურენოვანი ეკრანიზაციის პროდიუსერი და მთავარი როლის (ვოლანდი ან ვილატე პონტოელი) შემსრულებელი იქნება. ინფორმაცია ამერიკულმა გამოცემა Variety-მ დაადასტურა.

62 წლის დეპმა და მისმა კოლეგებმა მომავალი ფილმის შესახებ განცხადება საუდის არაბეთში, წითელი ზღვის კინოფესტივალზე გააკეთეს.

 Джонни Депп бросает вызов шедевру Булгакова – Mixnews

 ფილმი „ოსტატი და მარგარიტას“ პირველი ინგლისურენოვანი ადაპტაცია იქნება, თუმცა რომანის მიხედვით ფილმის გადაღების მცდელობები აქამდე რომან პოლანსკის, ფედერიკო ფელინის, ბაზ ლურმანს და სხვა კინორეჟისორებს ჰქონდათ.

ორიგინალის მსგავსად, ფილმის მოქმედება 1930-იანი წლების მოსკოვსა და პონტიუს პილატეს დროინდელ იერუსალიმს შორის ვითარდება.
„ეს არის ფანტასტიკური, სატირული ისტორია სიყვარულის, შემოქმედებითი თავისუფლებისა და სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლის შესახებ. ის დღესაც წარმოუდგენლად აქტუალურია და ხელოვნების ძალის მარადიული შეხსენებაა“ – ნათქვამია ფილმის ანონსში.

Джонни Депп может сняться в новой версии экранизации «Мастера и Маргариты»

პროექტს დეპის კომპანია IN.2 FILM სვეტლანა დალთან და გრეის ლოსთან ერთად განახორციელებს. ფილმის გადაღება 2026 წელს დაიწყება.

დეპის კინოკარიერა მრავალფეროვანი და უნიკალური პერსონაჟებით გამოირჩევა. მსახიობი ექსცენტრულ და სიღრმისეულ როლებს ხშირად ირგებს. მას ძალიან უყვარს ლიტერატურა და ხელოვნება და „ოსტატი და მარგარიტა“ მისი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია.

ჯონი დეპი  ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს ფლობს. ჟურნალმა „People“ მსახიობი „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ 2-ჯერ დაასახელა (2003, 2009). 2012 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! 20 წლის ჯენა ორტეგა მისი და 60 წლის ჯონი დეპის ერთად ყოფნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს პასუხობს

სრულად წაკითხვა