#OK! ,,ჰარი პოტერი” ბრუნდება – გაიცანით ჰოგვარტსის ახალი გმირები

6 hours ago 10

HBO-მ „ჰარი პოტერის“ გულშემატკივრების ოცნება აასრულა და მათ როულინგის ჯადოსნურ სამყაროში დაბრუნების შანსი მისცა. გადაღებები დიდ ბრიტანეთში, Warner Bros Studios Leavesden-ში ოფიციალურად დაიწყო.  ჰარი პოტერის როლში, ყველასთვის ცნობილი სათვალითა და ღიმილით, დომინიკ მაკლაფლინს ვიხილავთ. მასთან ერთად იქნებიან: არაბელა სტენტონი – ჰერმიონა გრეინჯერის და ალასტერ სტაუტს – რონ უისლის როლში.

სხვა როლებში ვიხილავთ:

რეჟისორი მარკ მაილოდის თქმით, ახალი სერიალი ნაკლებად  თეატრალური იქნება და ხელოვნური ეფექტებით არ დაიტვირთება. მეტი აქცენტი  ბუნებრივ გარემოზე და რეალისტურ შესრულებაზე გაკეთდება.

„ჩვენ ჰარი პოტერის ახლებურ სტილზე ვმუშაობთ, თუმცა გპირდებით, რომ ავთენტურობას არ დაკარგავს”. 
,,შვიდივე წიგნი ერთი სეზონში გაერთიანდება” –  განაცხადა რეჟისორმა.

HBO-ს ახალი ვერსია ისევ ახალგაზრდა ჰარი პოტერის გზას მიუყვება – როგორ იგებს, რომ ჯადოქარია, ოჯახს ტოვებს და ჰოგვარტსის სკოლაში მიდის. რონ უისლისა და ჰერმიონასთან დამეგობრების შემდეგ კი ცდილობს წინ აღუდგეს ლორდ ვოლდემორს.

Variety-ს ინფორმაციით, პირველი სეზონის გადაღებები 2026 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! 20 წელი “ჰარი პოტერის” პირველი ფილმის გამოსვლიდან: როგორ შეიქმნა პატარა ბიჭუნას ჯადოსნური ისტორია

სრულად წაკითხვა