სოციალურ ქსელში გავრცელდა ლეგენდარული დავით ყიფიანის ხელწერილი, რომელიც მას 19 წლის ასაკში ჰქონდა დაწერილი:
"მე, დათო დათოს-ძე ყიფიანი, ვიძლევი სახინკლეში პირობას, რომ თუ 1970-71 წლის სეზონში არ ვითამაშე "დინამოს" შემადგენლობაში თამაშების 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში ვანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. (არ შემსრულებელი ითვლება ტრ***)", - ეწერა წერილში.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგენდამ ეს პირობა შეასრულა და აღნიშნულის სეზონის 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა.