ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული, უნიკალური ძეგლი – დოლოჭოპის ბაზილიკა დატბორილია.
ნოდარ ბახტაძე, პროფესორი:
“ამ ადგილზე, უღრან ტყეში, სუროშემოხვეულ ქვიტკირის 2 მეტრამდე სიმაღლის კედლის ორიოდე ფრაგმენტს წავაწყდი და ვივარაუდე, რომ ეს გრანდიოზული, ბორცვის ქვეშ მოქცეული ბაზილიკის კედლის წვეროები იყო. 6 წელი ვევედრე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და გამოვაყოფინე მიზერული თანხა არქეოლოგიური გათხრებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში. და, აი, 2012-დან 2020 წლის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ილიას უნივერიტეტის მეცნიერებმა, სტუდენტების თანადგომით, წერაქვებით, ჯაგრისებითა და ქაფჩებით გამოვაჩინეთ ბორცვიდან ეს საოცრება (თან ვამაგრებდით ავთენტური მასალებით – ზომების დამატების გარეშე). რომ დავთვალეთ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ამ ახალი ძეგლის გამოვლენა საქართველოს ბიუჯეტს დაახ. ერთი ისეთი ავტომობილის ფასი დაუჯდა, რომლებითაც საშუალო რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკები დაბრძანდებიან და 4-5 წელიწადში ცვლიან… ჰო, დამავიწყდა – მე და ჩემი გუნდის წევრებს ამ ძეგლის გამოვლენაში ხელფასის სახით თანხა არასდროს აგვიღია (სამივლინებო, არსებობის თანხებს ვიღებდით ექსპედიციებისას, 9 წელი…). ხელისუფლებამ კი ქართველი თუ უცხოელი განათლებული ტურისტებისთვის ამ საოცნებო ძეგლთან გზაც კი არ მიიყვანა და მეტიც – 2018 წლის შემდეგ ყოველწლიურად ტბორავენ მდ. დურუჯიდან ილიას წყალსაცავის შესავსებად ტყეში კუსტარულად მიშვებული წყლით (არხს ვერც ვუწოდებთ). ძეგლის საფუძველი უკვე დამბალია, დასუსტებულია და სიმწრით გამოვლენილი ეს საოცარი ტაძარი დანგრევის რეალური საშიშროების წინაშეა. გთხოვთ ყველამ გააზიაროთ – ძლივს აღმოჩენილ, საქართველოს გაქრისტიანების ვითარების ამსახველ, უძველეს და უდიდეს ტაძარს ვკარგავთ. მერე მოთქმა ვეღარ გვიშველის.”

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·