SOS! უშგულის უნიკალური მემკვიდრეობა ნადგურდება

ტექსტის ზომა 100%
SOS! უშგულის უნიკალური მემკვიდრეობა ნადგურდება
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

SOS! უშგულის უნიკალური მემკვიდრეობა ნადგურდებასვანეთში უშგულის უნიკალური მემკვიდრეობა ნადგურდება. ინფორმაციას და ვიდეოს გურამ ჩუხრუკიძე ავრცელებს:

“უშგულში ვარ და ნახეთ აქ რა ხდება. 1000 წლის კოშკები ინგრევა. საუკუნეების სახლების სახურავები ჩამოქცეულია. წვიმა ჩადის და ალპობს ყველაფერს. რანაირად შეიძლება ქართული ოცნების რიგით პარლამენტარს 14000 ლარი ჰქონდეს ხელფასი და 1000 წლის კოშკი ასე ინგრეოდეს! ეს არის უშგული, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასეთ რამეს ადგილი არ ექნებოდა. ჩვენ გვაქვს უნიკალური კულტურული, ეროვნული მემკვიდრეობა და ყურადღებას არავინ აქცევს. ეს არის, პირველ რიგში, სახელმწიფოს და იმ გაზულუქებული ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა, რომლებიც ასხედან ბიუჯეტს. თუ ევროპაში ეკონომიკურად მოწინავე ქვეყანა ვართ, ჩვენი ბიუჯეტი ასე და ისეა გაზრდილიო, რანაირად შეიძლება აქაურობა – უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ასეთ დღეში იყოს? ეს არის სირცხვილი როგორც უცხოელი ვიზიტორების მიმართ, ასევე ჩვენი მემკვიდრეობის, ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავლის წინაშე.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS