
რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა 10 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში რუსი თანამშრომელი დააკავეს, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
TASS-ი იტყობინება რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, რომ კიევისთვის ინფორმაციის გადაცემა შესაძლოა გამოყენებულიყო ტერორისტული აქტისთვის. ინფორმაციას თან ერთვის ვიდეოჩანაწერი, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილი აღიარებს შეთქმულების დაგეგმვას.
FSB-ის ცნობით, ეჭვმიტანილმა „მტერს გადასცა აეროპორტისა და მიმდებარე დახურული ავტოსადგომის გეგმა, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების მისაღებად გამოიყენებოდა“. „გეგმა შესაძლოა გამოყენებულიყო ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადების გზით“.
FSB-მ ასევე განაცხადა, რომ დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ შესრულებული დავალებების შესახებ და დეტალურად აღწერა მისთვის დაკისრებული ამოცანები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასთან იყო დაკავშირებული.
This post is also available in: English
Read Next
26/03/2025 - 16:18
ოკუპირებული აფხაზეთი თბილისს „კონფრონტაციულ რიტორიკაზე“ უარის თქმისკენ მოუწოდებს
27/02/2025 - 21:00
რუსეთი სოხუმში რეგულარულ ფრენებს 1 მაისიდან დაიწყებს
11/02/2025 - 17:05
რუსული თვითმფრინავის სოხუმის აეროპორტში დაშვების ფონზე, ოფიციალური თბილისი დუმს
05/08/2024 - 18:18
რუსული კომპანია სოხუმის აეროპორტის გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან 2.8 მილიონ დოლარზე მეტს ითხოვს
30/10/2023 - 15:54