TI- “ქართული ოცნების” დაფინანსებიდან 24 საათში დეპუტატის კომპანიამ 29.2 მილიონიანი ტენდერი მოიგო

1 week ago 11

“საერთაშორისო გამვირვალობა საქართველო” ახალ კვლევას ავრცელებს – TI ამჯერად „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის გიორგი ჭყონიას შესახებ წერს, რომელიც შპს „გზას“ 100%-იანი მფლობელია.

ირკვევა, რომ მარტში, კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა და თავად დეპუტატმა მმართველი პარტიის სალაროში 120 000 ლარი შეიტანეს. ბოლო სოლიდური ჩარიცხვა 12 მარტს განხორციელდა.

TI-ის ცნობით, ზუსტად 24 საათში, 13 მარტს, შპს „გზამ“ ბათუმის მერიასთან 29.2 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.

როგორ მოიგეს ტენდერი უკონკურენტოდ?

მკვლევარები აცხადებენ, რომ ბათუმის მერიამ სატენდერო დოკუმენტაციაში წინასწარ ჩადო ხელოვნური ფილტრი – ე.წ. „30-კილომეტრიანი წესი“ (რაც ნიშნავს, რომ კომპანიას ასფალტის ქარხანა ობიექტიდან მაქსიმუმ 30 კმ-ში უნდა ჰქონდეს). ამ აბსურდულმა ბარიერმა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა ყველა სხვა მსხვილი კომპანია და მრავალმილიონიანი შესყიდვა პირდაპირ პარტიის შემომწირველებს მოარგო.’

სრულად წაკითხვა