17
ნაცმოძრაობის წევრი, ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე:
,,ჩემი დიდი ხნის ნაცნობის ( იმერელია) დახლთან ჩოჩქოლი შევნიშნე და მივქანდი. ჰოი, საოცრებავ და “ხამსას” არიან შემოხვეულები, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები , 20 ლარი ადევს ფასი. ზოგი გამყიდველს ადანაშაულებს, ზოგი ამერიკას, ზოგი ხელისუფლებას და ერთი ჩემი ასაკის გაპრანჭული ქალი გამოენთო-ხელისუფლება რა შუაშია, აბა მიშას დრო იყო კარგი, მაგ მანიაკისო და როგორც კი ავიფოფრე, ჩემმა დიდი ხნის მიშისტმა გამყიდველმა თვალი ჩამიკრა, თავი გაიქნია , მანიშნა არ გინდაო და ერთი წუთით ყურადღებაო დაიძახა, ქალბატონო ნანა, რამდენი წელია, რაც ჩემი კლიენტი ხართო და რავიცი, რაც თავი მახსოვსო და გადაიხარხარა , ჰოდა, ახლა მიპასუხეთ ორ შეკითხვაზე: 1. მიშას დროს 1, 50 ღირდა თუ არაო და 2. რამდენი წელია, რაც ექიმად მუშაობთ და მერე გეტყვით, რის თქამას ვაპირებო და არ მახსოვს რა ღირდა მიშას დროსო, პასუხი არასწორია, რადგან თქვენი ძმა გვამარაგებდა და ასაღები ფასი იყო ერთი ლარი, რაც ძალიან კარგად გახსოვთ და ახლა მეორე შეკითხვაზე მინდა პასუხი , რამდენი წელია, რაც ექიმად მუშაობთო და ოციო და რა გახდა მერე ქალბატონო ნანა 20 წლის მანძილზე საკუთარი თავის მკურნალობაო. ხალხი ცალკე აყირავდა სიცილით და არსად დაგეკარგოთ მანიაკი მიშაო მოგვაძახა და ალყის გარღვევა და გაცლა, როგორც კი დააპირა, წინ გადავუდექი და და სანამ რამეს ვეტყოდი, ისეთ დღეში ჩააგდო ხალხმა, არ ვიცი მიაგნო თუ არა სახლს
პ.ს. რაც იქ კურთხევა მიიღო ხიხოს ოცნებამ, ერთი არ ასცდეს
მე კი კარგად კი გავერთე, მაგრამ 20 ლარი და ხამსა?”
საერთაშიროსო alia.ge