WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,საინტერესო იყო პატრიარქის მიმართვა, რომ “მთავრობა” ქრისტიანულად იქცევა, როდესაც სუროგაციას კრძალავს.

ანუ ეკლესიას “მთავრობის” პოლიტიკური გადაწყვეტილების ქრისტიანული კუთხით შეფასება შეუძლია.

შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო იმასაც აღნიშნავს, თუკი “მთავრობა” არაქრისტიანულად მოიქცევა? არა? ასე არ გამოდის?

მაგალითად, როდესაც… აი ძალიან ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ დავუშვათ “მთავრობის” წარმომადგენელი ამბობს, რომ მისი მოქალაქეების მიმართ ნულოვან თანაგრძნობას განიცდის და ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აჰყავს ეს ნულოვანი თანაგრძნობა.

თანაგრძნობა ხომ ყველაზე საფუძველმდებარე ქრისტიანული ტერმინია?

შესაბამისად, ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა არა თუ არა, არამედ ანტიქრისტიანული გამოდის.

ხოდა მე მჯერა რომ მალე მოვისმენთ ოცნების ანტიქრისტიანული პოლიტიკის მკაცრ შეფასებასაც. ვითომ არა? უცნაურია. რატომ ნეტა?“