TI “ქართული ოცნების” სანქცირებული წარმომადგენლების სიას აქვეყნებს

1 month ago 10

დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული და მათი ვინაობა უცნობია.

“საერთაშორისო გამჭვირვალბოა საქართველო” აქვეყნებს იმ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან “ქართული ოცნების” მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები,  დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.

დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

სრულად წაკითხვა