UFC-მ რეიტინგები განაახლა - რომელ ადგილზე არიან თოფურია და დვალიშვილი

6 days ago 2

ლას-ვეგასში გამართული UFC 320 დასრულდა და ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა. ახალ სიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი კვლავ ელიტაში რჩება — ილია თოფურია კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო მერაბ დვალიშვილი მესამე პოზიციას ინარჩუნებს.

რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ალექს პერეირამ, რომელმაც ქვემძიმე წონის ჩემპიონობა მოიპოვა. ბრაზილიელმა მაგომედ ანკალაევი პირველი რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა და ოთხი საფეხურით დაწინაურდა — ახლა ის მეექვსე პოზიციაზეა.

UFC Pound-for-Pound რეიტინგი (UFC 320-ის შემდეგ):

1. ილია თოფურია (საქართველო)
2. ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
3. მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
4. ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
5. ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)
6. ალექს პერეირა (ბრაზილია)
7. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
8. ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
9. ტომ ასპინალი (ინგლისი)
10. დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
11. მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
12. მაქს ჰოლოუეი (აშშ)
13. ბელალ მუჰამედი (აშშ)
14. არმან ცარუკიანი (სომხეთი)
15. შავკატ რახმანოვი (ყაზახეთი)

სრულად წაკითხვა