უეფამ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო გოლის ავტორის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. პრესტიჟულ ნომინაციაში მოხვდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი აბუაშვილიც, რომელმაც გამორჩეული გოლი გაიტანა საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში.
ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელმა თავი 76-ე წუთზე გამოიჩინა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა.
აბუაშვილის გოლთან ერთად, ნომინანტთა სიაში მოხვდნენ ევროპის რამდენიმე წამყვანი ნაკრების წარმომადგენლები. მათ შორისაა პორტუგალიის ეროვნული გუნდის ვინგერი ჯოვანი კენდა, რომელიც საქართველოსთან დღევანდელ დაპირისპირებაში შეეცდება საკუთარი გუნდის წარმატებული სვლის გაგრძელებას. ფანებს უკვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ონლაინ ხმის მიცემაში, რომელიც უეფას ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი.